12 მილიონზე მეტი ინვესტიცია, 20 000+ მომხმარებელი, 100 000+ შეკვეთა, 200+ მასშტაბური ღონისძიება -„ბეტა ჰოლდინგის“ 17-წლიანი წარმატების ისტორია

სარეკლამო ბაზარზე 17-წლიანი გამოცდილების მქონე „ბეტა პრინტმა“ საქმიანობა თავდაპირველად მცირე სახელოსნოთი დაიწყო. წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით, სწრაფვითა და განვითარებით, კომპანიამ სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშის სტატუსი მოიპოვა და დღეს ის უკვე ჰოლდინგია, რომელიც რამდენიმე მსხვილ მიმართულებას აერთიანებს.

დღეს აჭარაში „ბეტა ჰოლდინგი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მსოფლიო დონის ულტრათანამედროვე ტექნიკა-დანადგარებს ფლობს. წარმატებული საქმიანობის მყარი საფუძველი თანამედროვე ინფრასტრუქტურამ, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებმა და უწყვეტმა განვითარებამ შექმნა. ამის დასტურია ის მასშტაბური მაჩვენებლებიც, რომლებმაც ჰოლდინგის 17-წლიანი ისტორია შეკრა: 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, 100 000+შეკვეთა, 20 000+ მომხმარებელი და 200 + მასშტაბური ღონისძიება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მომხმარებელთან ურთიერთობა, მაღალი ხარისხის მომსახურება და თითოეული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„17 წელი ჩვენთვის უბრალოდ რიცხვი არ არის. ეს არის მომხმარებელზე ზრუნვის, პასუხისმგებლობისა და ნდობის 17-წლიანი ისტორია. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა და მუდმივად განვვითარდეთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად.“

დღეს „ბეტა ჰოლდინგი“ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ოპერირებს და ბაზარს სრულყოფილ სერვისებს სთავაზობს:

• BETA PRINT – ლიდერი სარეკლამო წარმოებასა და პოლიგრაფიაში

• BETA EVENT – ღონისძიებების სრული ტექნიკური მხარდაჭერა და მართვა

• BETAMATERIALS – სარეკლამო მასალების იმპორტი და რეალიზაცია ამ განსაკუთრებულ თარიღს „ბეტა ჰოლდინგი“ თავის ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს და მადლიერების ნიშნად მათ სამომავლოდ გამორჩეულ შეთავაზებებს უზიარებს. რისთვისაც უნდა მოგვწეროთ ჩვენ სოციალურ ქსელებში.

Exit mobile version