BREAKING

რედაქტორის გვერდი

ემიგრანტის ხუთშაბათი

ტელევიზიები, საინფორმაციო სააგენტოები, კომპანიები და მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალებები საზოგადოებას გამუდმებით სთავაზობს წარმატებული ადამიანების ისტორიებს და ამაში ცალსახად ცუდი არაფერია, პირიქით ეს გახლავთ მოტივატორი, რომ ჩვენც ვიყოთ წარმატებულები.

როგორც წესი, დიდ წარმატებებს ერთეულები აღწევენ, სამყაროს უდიდეს ნაწილს კი უბრალო და მშრომელი ადამიანები შეადგენენ.

წარმატების მიღწევის მარათონი თუ ვინმეში იღვიძებს, ეს ემიგრაციაა, ჩვენ ვცდილობთ დავარღვიოთ ნორმები, რომელიც როგორც სავალდებულო წესი ისე დაგვასწავლეს და ვიწყებთ აჩქარებას, წარმატების მიღწევის სიჩქარეს ვავითარებთ, რომ სამშობლოში ცხოვრებაზე გამარჯვებულები დავბრუნდეთ!!!

დიდი და მასშტაბური წარმატებები ადამიანთა უმრავლესობის სურვილია, ჩვენ გვიყვარს როცა გვაღიარებენ, გვამჩნევენ და პატივს გვცემენ, მაგრამ აქ სამყაროს თავისი წესები აქვს – წარმატება ყველას არ ერგება და შეიძლება ისე მოგვიწიოს ცხოვრება რომ ვერასდროს ვერავინ შეგვამჩნიოს, არავინ გვითხრას რომ საჭირო ვართ, არავინ გვაღიაროს როგორც სუბიექტები…

ამიტომ და რადგანაც, ჩვენ, „წარმატება“ მიუღწეველი და შეუმჩნეველი ემიგრანტები ვართ, გადავწყვიტე თითოეულ ემიგრანტს დავუთმო ჩემი საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV.com-ის სივრცე და ფართო აუდიტორიას ყველაზე გაბედული, ყველაზე მშრომელი, ყველაზე უბრალო და ამაყი ადამიანები – ემიგრანტი ქართველები გავაცნო.

ჩემი ახალი რუბრიკის სახელია „ხუთშაბათი“ – დღე, როცა ემიგრანტი მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის!

მომწერეთ თქვენი ისტორიები, დროა გაგვიცნონ!

პატივისცემით საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV-ს დამფუძნებელი, დირექტორი, რედაქტორი, ჟურნალისტი, დამლაგებელი და უბრალოდ ემიგრანტი ხათუნა შარაძე.

#ემიგრანტები #ემიგრანტი #წარმატება #მიზანი #საქართველო #ქართველი #აპრიორიტვ

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts

No Content Available