ტრამპი: “ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი”

aprioritv

დონალდ ტრამპი

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც Fox News-მა ივარაუდა, რომ მან დაამარცხა დემოკრატი კამალა ჰარისი, რაც პოლიტიკური დაბრუნება იქნება მისთვის, თეთრი სახლის დატოვებიდან ოთხი წლის შემდეგ.

„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები.

ტრამპმა რამდენიმე წუთი ილონ მასკის ქებას დაუთმო. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ტრამპის კამპანიისთვის დაახლოებით 120 მილიონი დოლარი გაიღო. ტრამპმა განაცხადა, რომ მასკს მთავრობის ეფექტიანობის კომისიის ხელმძღვანელად დანიშნავს.

სხვა მედიასაშუალებებს ჯერ არ გამოუცხადებიათ ტრამპის გამარჯვება. თუმცა იგი გამარჯვების ზღვარზეა პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიის გადამწყვეტი შტატების მოგების შემდეგ, და ლიდერობს სხვა შტატებშიც, Edison Research-ის მონაცემებით.

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არ გამოუთქვამს სიტყვა მხარდამჭერებთან, რომლებიც მის ყოფილ უნივერსიტეტში, ჰოვარდის უნივერსიტეტში იყვნენ შეკრებილები. მისი კამპანიის თანათავმჯდომარემ, სედრიკ რიჩმონდმა, შუაღამის შემდეგ მოკლედ მიმართა შეკრებილებს და აღნიშნა, რომ ჰარისი ოთხშაბათს საჯაროდ გამოვიდოდა. „ჯერ კიდევ გვაქვს ხმები დასათვლელი,“ – განაცხადა მან.

ყოფილმა პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა მოიპოვე მთელი ქვეყნის მასშტაბით და გააუმჯობესა თავისი 2020 წლის შედეგები, როგორც ქალაქგარეთ, ისე ქალაქებში.

წყარო: amerikiskhma.com

Exit mobile version