BREAKING

იტალია

„თუ ასეთ ბავშვს არ დავუძახებთ დებილებს, ზარმაცებს, უტვინოებს“ – ევროპული სკოლების სტანდარტები

საემიგრაციო მედიამაუწყებელ Aprioritv-ს ქართველი ემიგრანტი, პროფესიით პედაგოგი თამარ თოფჩიშვილი დაუკავშირდა და ევროპულ, კერძოდ იტალიის საგნამანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. გთავაზობ თამარ თოფჩიშვილის წერილს:

– ჩემო მეგობრებო! ამ წერილს მშობლების და მასწავლებლების მისამართით ვწერ. მომიტევონ ჩემმა კოლეგებმა თუ ვინმეს ვაწყენინებ. ეს არის ის, რასაც ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ჩემი ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე მივხვდი და შემდგომ გავეცანი რა ევროპულ განათლების სისტემას, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი შეხედულებების სისწორეში. ეს ეხება ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სპეციფიური დარღვევები შესწავლისა, აღქმისა. იტალიურად – DSA disturbi specifici di apprendimento, ხოლო ინგლისურად -specific learning disabilities. ახლაც ვიხსენებ ჩემს თანაკლასელებს, რომლებიც არ იყვნენ ზარმაცები, არამედ მართლა ჰქონდათ პრობლემები წერის, კითხვის, რიცხვების აღქმის და დამახსოვრების, საათის ცნობის და ა.შ. რა დამცირებას იღებდნენ მასწავლებლებისგან.(მომიტევონ ჩემმა მასწავლებლებმა, რომლების დიდი მადლიერიც ვარ).რა თქმა უნდა იყვნენ ზარმაცებიც, მაგრამ უმეტესობას მართლა ჰქონდა ეს პრობლემები.

ევროპის სკოლებში აღმოაჩენენ თუ არა რომ ბავშვს აქვს ასეთი პრობლემები, სკოლა და ოჯახი ერთიანდება, ბავშვი მიყავთ ფსიქოლოგთან, უტარებენ ტესტს და შემდგომ იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს იწყება სკოლის და ოჯახის მხრიდან მისი ერთობლივი დახმარება. ასეთ პრობლემები არის: dislessia, discalculazia, disgrafia, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ზოგად განათლების მიღებაში თუ ასეთ ბავშვს არ დავუძახებთ დებილებს, ზარმაცებს, უტვინოებს. ასეთი ბავშვებს უხსნიან მსუბუქად, რომ როგორც ყველა ბავშვს აქვს განსხვავებული თმები, თვალები, გემოვნება და უამრავი რამ, ასევე ყველაფრის აღქმის და შესწავლის უნარიც უბრალოდ განსხვავებული აქვს და უკვე უჩნდებათ მოტივაცია. ასეთ ბავშვებს კლასში ხმამაღლა არ აკითხებენ, ნებას რთავენ გამოიყენონ კალკულატორი და კომპიუტერი არ შეურაცხყოფენ. ასეთი პრობლემები ძალიან გამოჩენილ ადამიანებს ჰქონდათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის წარმატების მიღწევაში. მაგალითად სკოლებში საკმარისია ფსიქოლოგის დასკვნა, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს ბავშვის პრობლემა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ პრობლემების აღმოფხვრას. ეს პრობლემა მეტად მტკივნეულია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ყველა მშობელს აქვს ამბიცია მის შვილს უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდეს. ყველა მშობლისთვის დიდი ტრაგედიაა, როცა მისი შვილი ვერ სწავლობს კარგად და ეს კიდევ დიდ ტრაგედიად იქცევა, როცა სკოლაში მასწავლებელი ამცირებს მის შვილს. არ მახსოვს შემთხვევა, რომ ბავშვი დამემცირებინოს. შეიძლება ისეთ ბავშვი დამიტუქსავს, ვისთვისაც შემიმჩნევია ნიჭი და სიზარმაცე.

ძალიან ბევრი კრიტიკა მიმიღია სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, რომ ვერ ვეტეოდი გაკვეთილის თუ ლექციის ფორმატებში და სტანდარტებში, ყოველთვის ვიპარავდი დროს რათა ბავშვებისთვის სასწავლო მასალის გარდა, ბევრი სხვა, მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიმეწოდებინა, დავხმარებოდი პრობლემების გადაჭრაში, დავხმარებოდი რომ უფრო თავდაჯერებულები ყოფილიყვნენ და წარმატებისთვის მიერწიათ და ეხლა გული სიხარულით მევსება, როცა ვიღებ მათ წერილებს, სადაც წერენ, რომ ინგლისური ისე არ გამოადგათ ცხოვრებაში, როგორც ჩემი 5 წუთიანი რჩევები.

დღეს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, უამრავი ფსიქოლოგი მუშაობს ამ პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას, რომ დღესაც ჩვენს სკოლებში ასეთი ბავშვების მიმართ არაფერი შეცვლილა და ისევ ისეთი მიდგომებია. ეს ბავშვები ისევ უამრავ დამცირებას იტანენ და უფრო ითრგუნებიან. თეთრი შურით მშურს, როგორ გულწრფელად საუბრობენ ევროპაში მშობლები საკუთარი შვილების პრობლემებზე, თუნდაც ცნობილი ადამიანები – თუ რა პრობლემები ჰქონდათ ბავშვობაში და ერთმანეთს უზიარებენ თუ როგორ გადაჭრეს და მიღწიეს წარმატებებს.

პ.ს.ჩემო საყვარელო მშობლებო შეამჩნევთ თუ არა, რომ თქვენს შვილს ასეთი პრობლემა აქვს, ანუ ვერ წერს, უჭირს კითხვა, პრობლემა რიცხვების, თარიღების დამახსოვრების, არ იცის საათის ცნობა, ნუ დატუქსავთ, ეს მისი ბრალი არაა. ხოლო მასწავლებლებო, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, დაეხმარეთ ბავშვებს და ნუ დაამცირებთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ უამრავი ცნობილი ადამიანი ვერ კითხულობდა ხმამაღლა, სწორად და სწრაფად, ასეთები იყვნენ ჯონ ლენონი, ლეონარდო და ვინჩი, მილტონ ერიქსონი, მუჰამედ ალი, რიჩარდ ბოსტონი, ტომ კრუზი, აინშტაინი და უამრავი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts