ქალაქ ბარიში არსებული საემიგრაციო ორგანიზაცია „Centro servizi Geo House“, რომელიც 12 წელია აქტიურადა არის ჩართული ემიგრანტების ინტეგრაციის პროცესში, სოციალურ ქსელ „Facebook“-ში განცხადებას ავრცელებს:
„Centro servizi Geo House“-ს ინფრომაციით, ხუთშაბათს, 4 ივლისს, 16.00 საათზე უნივერსიტეტის შენობაში (Sala Polifunzionale Ex Palazzo Poste Piazza Cesare Battisti ყოფილი ფოსტის შენობა) ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე მიწვეული არიან ის ემიგრანტები, ვინც ინტეგრაცია წლების მანძილზე „Geo House“-ს რეკომენდაციებითა და სწავლებით გაირა. საუბარია, ოჯახის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასწავლო ტრენნგებზე, რომელთა გავლის შემდეგ ემიგრანტებს კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ „Geo House“-ს ხსენებულ პროექტებს 2022 წლიდან ახორციელებს.

პროექტის ორგანიზატორები არიან – ასოციაცია „DOMINA – Associazione Nazionale Famiglie Datori di Lavoro Domestico assiste le famiglie“ და „Ente Bilaterale Nazionale Ebincolf“-ორგანიზაციები, რომელიც ხელს უწყობს ტრენინგებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ინიციატივებს, ახორციელებს ანალიზებს და სექტორულ კვლევებს სამუშაო სფეროში.
„Geo House“-ის ინფორმაციით, კურსები კვალიფიციური ტრენერების მიერ ჩატარდა. ტრენინგები ჩაატარეს: საემიგრაციოს საკითხების ადვოკატმა, ექიმმა, საემიგრაციო საკითხების ექსპერტმა, ფსიქოლოგმა და ექთანმა.
4 ივლისის ღონისძიებაზე დასწრეფა თავისუფალია! შეხვედრაზე გაიმართება დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.
მისამართი: Sala Polifunzionale Ex Palazzo Poste Piazza Cesare Battisti