BREAKING

იტალია

ქართველი ახალგაზრდა წყვილის რომაული თავგადასავალი და ქართული რესტორანი იტალიის დედაქალაქში

17 წლის ვიყავი როცა რომში ჩამოვედი და ემიგრაციის პირისპირ დავდექი. სამი და ვართ და ემიგრაციის სირთუეელს ერთად ვეჭიდებით. საქართველოს მონატრებამ და სიყვარულმა კი ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა. ასე გავიდა ხუთი წელი. – ასე იწყება ინდირა ირემაძის ისტორია. ინდირა ახლა 23 წლის არის და ის ყველაზე ახლაგაზრდა ემიგრანტია, რომელმაც იტალიის დედაქალაქში ქართული რესტორანი „ინდუკი“ გახსნა.

AprioriTv-ს მკითხველს მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ:

რატომ გადაწყვიტეთ ქართული რესტორნის გახსნა სწორედ რომში?

იტალიაში ჩამოსვლისთანავე სურვილი გამიჩნდა, რამე ჩემი საქმე მქონოდა. უბრალოდ ვერ გადამეწყვიტა თუ რა მიმართულებით მინდოდაა ეს ყველაფერი წამეყვანა. რამოდენიმე წლის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ საცხოვრებელი შევიცვალეთ და „ვიტორიო ემანუელაზე“ გადავცხოვრდით. ყოველ ჯერზე როცა გარეთ გავიდოდით, ძალიან ბევრ ქართველს ვხედავდით, რამაც გამიჩინა სურვილი რომ გამეკეთებინაა ერთი პატარა საცხობი, სადაც ქართული კერძებით გავუმასპინძლდებოდი. იმასაც ვფიქრობდი რომ შეიძლება, ეს სურვილი ოცნებად დარჩენილიყო და ვერასოდეს შევძლებდი შუაგულ როში რაღაც ჩემის გაკეთებას, მით უმეტეს რამე ქართულს, ხოდა ჰოი საოცრებავ, ერთ დღეს ჩემმა მეუღლემ შეთავაზება მიიღო, თუ გვინოდა თანამშრომლობა ერთ-ერთ ბარში ვიტორიო ემანუელაზე, სადაც ჩვენ ბარს ავამუშავებდით! და რა თქმა უნდაა ჩვენ ამ შემოთავაზებას დავსთანხმდით, რადგან ზუსტად ეს იყო ჩვენი სურვილი.

რა შთაგონებამ ან გამოცდილებამ მიგიყვანათ რესტორნის ბიზნესში?

4 წელი რესტორანში მიმტანად ვიმუშავე და სარესტორნო საქმეებში ძალიან დიდი გამოვდილება მივიღე, რამაც საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მიმგვიყვანა მე და ჩემი მეუღლე. სწორედ მისის უდიდესი შრომაა ჩადებული რესტორნის გახსნაში. ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარს მიჭერდა და გვერდით მედგა, რის გამოც არასდროს ვნებდებოდი. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, ის დამეხმარა ოცნება რეალობად მექცია.

სახელი „ინდუკი“ ძალიან საინტერესოა. რატომ შეარჩიეთ ეს სახელი და აქვს თუ არა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა?

რა თამა უნდა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახელს. ჩემი მთელი ბავშვობა ბებიასთან და ბაბუასთან გავატარე, მათთან გავიზარდე, მათგან ვისწავლე თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი და ძლიერი ადამიანი. რესტორნის სახელი „ინდუკი“ მათ უკავშირდება, ისინი მოფერებით “ინდუკის” მეძახდნენ… მე ისინი, ბავშობაში უკვდავები მეგონენ, მეგონა რომ ისინი მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებოდნენ და ისევ დამიძახებდნენ ინდუკის, თუმცა ემიგაცის პერიოდში გავიგე რომ ბაბუ მყავდა ძალიან ცუდად და მას ქონდა ძალიან მძიმე დაავადება, რის გამოც მალე გარდაიცვალა. რა თქმა უნდა მე დავბრუნდი სამშობლოში, რომ ჩემი ბავშვობის დიდი სიყვარული უკანასკნელ გზაზე გამეცილებინაა!!…. ხო მაშინ მივხვდი რომ ამ სამყაროში უკვდავი არავინ არ არისს!! ჩემი ბებო ცოცხალია, მინდოდაა მის სიცოცხლეში გამეკეთებინაა რაღაც, რასაც დავარქმევდი სახელს “ინდუკი.” ვისარგებლებ ამ ინტერვიუთი და ბებოს ვეტყვი ერთ რაღაცას, – ბებო გპირდება შენი ინდუკი რომ ამ სახელისთვის ვიბრძოლებ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ არ გაქრეს და არ დაიკარგოს ეს სახელი დარჩეს უკვდავად!

ძალიან ბევრმა ადამიანმა სასცილოდ აიგდო ჩემი რესტორნის სახელი, თუმცა საქმეს როცა დაიწყებ რაღაც მნიშვნელოვანი წერტილი უნდა დაიჭირო რისთვისაც იბრძლოებ, რისთვისაც გაუძლებ სიბოროტეს და ნეგატივს.

როგორ მიიღეს რომში მცხოვრებმა ქართველებმა და სხვა ეროვნების ადამიანებმა თქვენი რესტორანი?

როგორც იცით ჩვენი რესტორანი სულ რაღაც 20 დღეა რაც გაიხსნა, თუმცა უკვე ძალიან ბევრი კმაყოფილი ქართველი თუ უცხოელი კლიენტი გვაყვს. ვცდილობთ რომ ჩვენი მინუსები რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვასწოროთ, რათა ჩვენი ქართული კულტურა და ჩვენი კერძები უფრო ლამაზად წარმოვაჩინოთ ჩვენს უცხოელ კლიენტებთან.

როგორია „ინდუკის“ მენიუ და რისი გაგება სურთ ხოლმე ყველაზე მეტად უცხოელ სტუმრებს ქართულ სამზარეულოზე?

ჩვენს მენიუში 27 დასახელების კერძია წარმოდგენილი, თუმცა აქედან ყველაზე დიდ ინტერეს იწვევს ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, მწვადი, ლავაში და ტყემალი, სწორედ ამ კერძებს გამორჩეულად ითხოვენ ჩვენი უცხოელი სტუმრები.

რა სირთულეებს წააწყდით რესტორნის გახსნის პროცესში და როგორ გადალახეთ ისინი?

გულახდილად რომ გითხრათ, თავდაპირველად საქმეს ძალიან ადვილად მივუდექით, თუმცა ძალიან რთული აღმოჩნდა. როცა ეს საქმე დავიწყეთ პატარა სივრცეში ვიყავით, რაც საშუალებას არ გვაძლევდა მენიუში ფართო არჩევანი გვქონდა. პარალელურად იტალიურ რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი და ღამეებს ვათენებდი რომ თავად დამემზადებინა ყველაფერი, რადგან არ მყავდა მცხობელი, ასევე არ გვაყვდა მომმარაგებელი, ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებდით.

რა არის „ინდუკის“ მთავარი ღირებულება, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს?

ინდუკის მთავარი ღირებულება რწმენაა, პატივისცემა, სიყვარული და გულწრფელობა.

რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს თქვენს რესტორანში ქართული კულტურის წარმოჩენას? გაქვთ თუ არა რაიმე ქართული ღონისძიებები ან ტრადიციული მუსიკის საღამოები?

ვინაიდან ჩვენი რესტორანი სულ ახლახანს გაიხსნა, ჯერ არ გვქონია რაიმე ღონისძიება, თუმცა რესტორნის გახსნაზე, 9 დეკემბერს 27 სახეობის კერძი წარმოვადგინეთ, ასევე ქართული ტრადიციული სამოსი და ტრადიციული ქორეოგრაფია, რითიც აღფრთოვანებული დარჩენენ ჩვენი ქართველი თუ უცხოელი სტუმრები. რაც შეეხება საღამოებს, ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო იდა გვაქვს, რომლის განხორციელებასაც დრო და დრო ვგეგმავთ.

როგორია „ინდუკის“ სამომავლო გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმა „ინდუკის“ სხვადასხვა ქალაქებში გახსნაა, ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს.

რომელი კერძი ან სასმელი ყველაზე მეტად უყვართ სტუმრებს?

ძალიან რთულია გამოარჩიო რომელიმე ქართული კერძი, თუმცა ძალიან ბევრი უცხოელი კლიენტი მოხიბლა შქმერულმა და ასევე ლობიომ თავის მწნილთან ერთად, ასევე გამორჩეულად მოთხოვნადია იმერული ხაჭაპური და ფხალის ასორტი, ქართული ღვინოებიდან მეტად მოთხოვნადი არის საფერავი და ქინძმარაული.

რა რჩევას მისცემდით ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ფიქრობენ ბიზნესის დაწყებაზე უცხო ქვეყანაში?

გეტყვით რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, მთავრია გწამდეს და გიყვარდეს შრომა. მე როცა მეგონაა რომ უბრალო ოცენბა იყო და მეტი არაფერი, ერთ დღეს 23 წლის გოგომ რეალობად ვაქციე. იოცნებეთ იმაზე, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, დაისახეთ მიზანი და ყველაფერს მიაღწევთ. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ არასოდეს დანებდეთ და არაოსოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებაზე. ბოროტი და ბოღმით სავსე ადამიანები ჩვენს გარშემო სულ იქნებიან, მაგრამ არვის გამო არ დაეცეთ და ბოლომდე თქვენს წარმატებაზე და წინსვალზე იფიქრეთ.

დაიმახსოვრეთ, როცაა შეურაცხყოფას მაყენებდნენ თუნდაც რესტორნის სახელის გამო და მაკრიტიკებდნენ მცირე ხარვეზებისთვის, თითქოს დანებება გადავწყვიტე, მაგრამ ზუსტად მაშინ გადამარჩინა კარგმა ადამიანებმა, ამიტომ ყოველთვის იქნება ისეთი ვინმე, ვინც წაგაქცევს ან ვინც აგაყენებს. წარმატებაც და წარუმატებლობაც ჩვენს ხელშია. ყველას გისურვებთ თქვენი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას, არასდროს არაფრის ეგეშინდეთ.

ავტორი: ხათუნა შარაძე

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts