2025 წლის 19 ოქტომბერს, იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ რეჯო კალაბრიაში, ქართული საკვირაო სკოლა „იმედი“-ს დაარსებიდან ერთი წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
იუბილესადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ ემიგრანტი ქართველები და ადგილობრივი სტუმრები ერთი სივრცეში გააერთიანა.
ამავე დღეს საზეიმოდ გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ქართველ ბავშვებსა და მშობლებს საშუალებას მისცემს, ქართულ ენაზე კითხვისა და განათლების ტრადიცია გააგრძელონ.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს გენერალური საკონსულოს ქ. ბარიში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას, სკოლა “იმედის” ხელმძღვანელის ხათუნა ქარაიას და „პრემია ივერიის“ დამფუძნებლის ნუგზარ ჭიაბერაშვილის ორგანიზებით.
ღონისძიებას ქალაქ ბარის გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა და საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ დღეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა დიასპორის კულტურული ერთიანობა და ქართული განათლებისადმი სიყვარული, რომელიც ახალ თაობებს ემიგრაციაშიც ქართულ ფესვებთან აკავშირებს.
📍 რეჯო კალაბრია, იტალია
📆 19 ოქტომბერი, 2025
📰 AprioriTV – ქართული მედია ემიგრანტებისთვის იტალიაში
#AprioriTV #ქართველებიტალიაში #რეჯოკალაბრია #სკოლაიმედი #ქართულიენადასკოლა #დიასპორა #ბიბლიოთეკა #ილიაჭავჭავაძე