იტალიის სენატმა 2025 წლის 4 ივნისს დაამტკიცა უსაფრთხოების ახალი კანონი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, გარკვეულ პუნქტებში პირდაპირ ეხება მიგრანტებს. ახალი რეგულაციები გავლენას მოახდენს იმ ემიგრანტებზე, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებრივ სივრცეებში, არიან უსაბუთოები ან იმყოფებიან დაკავების ცენტრებში.
ძირითადი ცვლილებები, რომლებიც მიგრანტებს ეხებათ:
1. წესრიგის დარღვევა დაკავების ცენტრებში (CPR)
თუ მიგრანტი მონაწილეობს არეულობაში ან აჯანყებაში მიგრანტთა დროებით საკონტროლო ცენტრებში, მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისგება. სასჯელი – 1-დან 5 წლამდე პატიმრობა. მძიმე შემთხვევებში – 18 წლამდე.
2. გადაადგილების შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში
მუნიციპალიტეტებს ეძლევათ უფლება, დააწესონ დამატებითი კონტროლი საზოგადოებრივ სივრცეებში. ეს შესაძლოა შეეხოს უსახლკარო ან უსაბუთო მიგრანტებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ ან იკრიბებიან პარკებში, სადგურებში და სხვ.
3. არასრულწლოვანთა გამოყენება თხოვნისთვის
კანონი კრძალავს არასრულწლოვანი ბავშვების გამოყენებას ქუჩაში თხოვნის ან ნებისმიერი მსგავსი საქმიანობისთვის. ეს ეხება იმ ოჯახებსაც, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებიან ემიგრაციაში.
4. პირადობის დადგენის ვალდებულება
თუ მიგრანტი უარს იტყვის პირადობის დადგენაზე დაკავებისას, სახელმწიფო უფლებამოსილია აიღოს მისი ბიომეტრიული მონაცემები (მაგალითად, თითის ანაბეჭდები) იძულებით.
5. ინტერნეტით ორგანიზებული ქმედებების რეგულაცია
თუ მიგრანტი ან ჯგუფი სოციალურ ქსელში ავრცელებს მოწოდებებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ეს შესაძლოა ჩაითვალოს სამართალდარღვევად ან დანაშაულად.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📍 ნაღდი ფულის გადატანა იტალიიდან საქართველოში (ან პირიქით)
📍„მედიის როლი ემიგრაციაში“ – ხათუნა შარაძე დიასპორის დღის პანელზე