იტალია: “Decreto Flussi“ – იტალიაში ლეგალურად დასაქმების და ცხოვრების სახელმწიფო პროექტი

Apriortv

Decreto Flussi

ზოგადი მიმოხილვა – მოგხესენებათ, რომ 2020 წლის შემდეგ იტალიის რესპუბლიკას ლეგალიზაციის კანონი არ მიუღია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ემიგრანტების ცხოვრებას, თუმცა არსებობს გარემოება, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ უცხოელს აძლევს შესაძლებლობას ლეგალურად დასაქმდეს. ეს შესაძლებლობა გახლავთ “Decreto Flussi“ – ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.

2023 წლის 3 ოქტობერს ოფიციალურად შევიდა ძალაში კანონი, რომელიც ევროკავშირის არა წევრი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა 2023/24/25 წლების განმავლობაში დასაქმებულიყვნენ იტალიის ტერიტორიაზე როგორც სეზონური, ასევე არასეზონური სამუშაოებისათვის.

კანონინით გათვალისწინებული სამწლიანი გაწერილი პროგრამა არის საკმაოდ ვრცელი და მრავალმხრივი– პუნქტებით და ქვე–პუნტქებით, რომელიც ეხება დასაქმების სექტორებს, უკვე სხვა მოტივით არსებული ბინადრობის მოწმობის კონვერტირებას ანუ გადატანას სამუშაო უფლებად, ავტონომიური სამუშაოს მაძიებელთა კრიტერიუმები, სეზონური და არასეზონური სექტორები და ასე შემდეგ.

ქართულ-იტალიური ასოციაცია Centro servizi Geo House-ი ერთ-ერთი კომპეტენტური და სრულად ინფორმირებული ორგანიზაცია გახლავთ, იმ მცირერიცხოვან საემიგრაციო ოფისებიდან, რომელიც სრულად ფლობს “Dectero Flussi“-ს პრაქტიკების წარმოების გამოცდილებას.

Centro servizi Geo House გაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას თუ როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკა:

განვიხილოთ ყველაზე უფრო მოთხოვნადი სექტორი – ოჯახის დამხმარე და მოხუცის მომვლელის პოზიციები. პრაქტიკულად 2023 წლამდე ამ სექტორში დასასაქმებელი პირებისთვის სპეციალური, დამოუკიდებელი კანონი გამოდიოდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში სტატისტიკა ასე გამოიყურება

2007 წელი – ფლუსი

2009 წელი – სანატორია

2011 წელი – ფლუსი

2012 წელი – სანატორია

2020 წელი – სანატორია

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის იტალიაში სეზონური და არასეზონური სამუშაოებისათვის დასასაქმებლად ფლუსი გამოდის ყოველ წელს გაწერილი სექტორებით და კონკრეტულად გაწერილი ქვეყნებით. 2022 წელს, ქვეყნების ჩამონათვალში, პირველად მოხვდა საქართველო. თუმცა დასაქმების სექტორი არ ითვალისწინებდა ოჯახის დამხმარის პოზიციას .

2023 წლის კანონის მიხედვით, გამოყოფილია გარკვეული რაოდენობა ამ პოზიციებზე. ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებით სანატორიის კანონის მასობრივი ლეგალიზაციის პროცესისა – ანუ კმაყოფლდება ყველა განაცხადი, თუ არ არსებობს სხვა ხელისშემშლელი მიზეზი – რეკვიზიტების არ ქონა და ასე შემდეგ.

ფლუსის შემთხვევაში, განაცხადის გაკეთება და ყველა რეკვიზიტის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სამუშაო უფლება მოპოვებულია, რადგან არსებობს კონკრეტული რაოდენობა ანუ კვოტა და ყოველთვის განაცხადი უფრო მეტია, ვიდრე ადგილი .

როგორ იმართება ფლუსი

დაინტერესებული მხარე აკეთებს განცხადს ონლაინში, წარადგენს შესაბამის რეკვიზიტებს და ითხოვს კონკრეტულ ადამიანს დასასაქმებლად, რომელიც ტერიტორიულად არ იმყოფება იტალიის ტერიტორიაზე. (ფლუსის ტექნიკური მართვის პროცესზე დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მომდევნო პოსტში) ანუ ფუნდამენტალური განსხვავება ფლუსსა და სანატორიას შორის არის 2 პუნქტი– შეზღუდული რაოდენობა და დასაქმებული პირის მოწვევა თავისი ქვეყნიდან . (ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, როცა თქვენი პრაქტიკა დადებითად დასრულდება, მოგიწევთ დაბრუნება და სამუშაო ვიზით შემოსვა, ამაზეც დეტალურად მოგაწვდით ინფრმაციას) ანუ ადამიანები, ვინც განაცხადი გააკეთა თავშესაფრის მოთხოვნაზე, თეორიულად და ლოგიკურად რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში. (სამწუხაროდ)

რეკვიზიტები, პრაქტიკის წარმოება, კრიტერიუმები, დედლაინი, მენეჯმენტი – ყველაფერ ამ თემებზე დეტალური ინფორმაცია მომდევნო პოსტებში.

იმეგობრეთ ჩვენთან – Centro servizi Geo House

Exit mobile version