მკითხველს უყვარს ისტორიები, სადაც მათ წარმატებული ადამიანის შესახებ ვუყვებით. ვუზიარებთ პიროვნებების წარმატების გზებს, შესაძლებლობებს, მიღწეულ შედეგებს, თუმცა მწვერვალამდე გზა საკმაოდ რთულია, ხშირად კი შეუძლებელიც.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი სახელად მამუკა, რომელსაც დიდი კეთილი გული და მზის ენერგიებით სავსე გონება, ნათელი ფიქრები და უსაზღვროდ ბევრი ენერგია ჰქონდა. ჰო და ერთ დღეს გადაწყვიტა ემიგრანტი გამხდარიყო, რათა თავისი პროფესიისთვის მეტი გასაქანი, მეტი შესაძლებლობა და ცოდნა შეეძინა.
მამუკა ფიტნეს ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგიის რეზიდენტია, დღეს მას თითქმის სრულიად საქართველო იცნობს და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, კი პირდაპირი მნიშვნელობით – შეცვალა! თუმცა დღეს ამაზე არ გესაუბრებით, დღეს მინდა ის ამბავი მოგიყვეთ, როგორ შედგა ფეხი წარმატების კიბის პირველ საფეხურზე და როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იკვლევდა რთულ გზას!
როცა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, გადაწყვიტა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულიყო: „ჩემი ფეისბუკ ჯგუფი მქონდა, სახელწოდებით „ყველაფერი სწორ კვებაზე“, სადაც მხოლოდ 1000 ადამიანი მყავდა. დრო იყო აუდიტორიის წინაშე გამოვჩენილიყავი, მაგრამ ისე ვნერვიულობდი პირველი პირდაპირი ეთერის დროს მახსოვს ეკრანზე არ გამოვჩნდი და სწორედ იქ მოხდა სრული გარდატეხა. ის, რაზეც აუდიტორიასთან ვსაუბრობდი იმდენად მისაღები აღმოჩნდა ჯგუფის წევრებისთვის, რომ თითქმის ჯგუფის ნახევარზე მეტი, პირდაპირი ეთერის დასრულებამდე მისმენდა. ასე დავიწყე“ – გვითხრა მამუკამ.
პირველი, წარმატებული საჯაროობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი მოტივატორი აღმოჩნდა, რის შემდეგაც საკუთარი თავისა და საქმის განვითარებისთვის ბევრი იშრომა. ამის პარალელურად არასდროს ავიწყდებოდა ყოფილიყო უპირველესად კეთილსინდისიერი ადამიანი და ემიგრანტების გულშემატკივარი. წარმატებასთან ერთად, იზრდებოდა მისი ქველმოქმედება ემიგრანტების მიმართ, რომელსაც დღემდე აგრძელებს. მამუკა გარდა პროფესიული საქმიანობისა, აქტიურად არის ჩართული სხვა და სხვა პროექტებში, ყოველთვის ცდილობს მაქსიმუმი მხარდაჭერა გამოხატოს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალიან სჭირდება თანადგომა. მამუკა ასევე გვერდით უდგას სხვა და სხვა საემიგრაციო ღონისძიებებს და მუდამ ადამიანების სამსახურშია.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი სახელად მამუკა, რომელმაც საკუთარი დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერებითა და ერთგულებით ემიგრანტებში და არა მხოლოდ ემიგრანტებში საზოგადოების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა და, დღეს ის სრულიად დამსახურებულად და სრულიად საკუთარი შრომის ხარჯზე სასწავლო კურსების ხელმძღვანელია.
მისი ბოლო პროექტი უპრეცენდენტოა იტალიაში, ის ერთადერთია, რომელმაც პროფესიულ დარგში სასწავლო კურსები შექმნა. კურსის პირველი მასტერკლასი ქალაქ ბარიში ჩატარდება, სადაც დასწრების მსურველების რაოდენობა უკვე შეივსო.
რას მიიღებთ კურსიდან, რომელსაც მამუკა რაშოიანი უძღვება?
ცნობიერების ამაღლება და მენტალური სტაბილურობა;
სტრესის მართვის პრაქტიკული ტექნიკები;
სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბება;
მოტივაცია და მიზნების სწორად დასახვა;
ენერგიის მომატება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
ბონუსი: კურსის დასრულების შემდეგ საჩუქრად მიიღებთ პროფესიონალურ ფოტოსესიას ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისგან!
დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
იტალიურად: +39 338 4087919
ქართულად: +39 351 8571719