ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

aprioritv

ახალგაზრდა მამაკაცი 11 ივნისიდან კონტაქტზე არ გასულა

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, გაუჩინარდა 34 წლის საქართველოს მოქალაქე მიშიკო (მიხეილ) გეგუჩაძე. ოჯახი მას, მესამე დღეა უშედეგოდ ეძებს.

გეგუჩაძე ოჯახის წევრებთან კონტაქტზე 11 ივნისის შემდეგ არ გასულა. როგორც ოჯახის წევრმა Aprioritv-სთან საუბარი განაცხადა, საქართველოს საკონსულო და იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება, გეგუჩაძის გაუჩნარების ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მიშიკო გეგუჩაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით მეუღლეს ნომერზე: +39 350 82 17 893

გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია – შესაძლოა, თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

Exit mobile version