18 წლის მარიამ ჩაფაძე ფლორენციის უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი ,,მდგრადი ბიზნესი სოციალური გამოწვევებისთვის” ფაკულტეტზე სწავლლობს. მარიამი ამბობს, რომ ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სხვადასხვა ქვეყნის იდენტობით, მისი ცხოვრება კი იტალიაში თავგადასავლებით სავსეა. მარიამის სურვილია მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმაროს.
„აპრიორი ტივი” გთავაზობთ მარიამთან ინტერვიუს.
– მოკლედ მოგვიყევი შენზე, როგორი ბავშვობა გქონდა, რა გიტაცებდა ბავშვობაში?
– პატარობიდანვე წყნარი, გაწონასწორებული და სერიოზული ვიყავი, მშობლებიც პატარა ასაკიდანვე მაჩვევდნენ დამოუკიდებლობას და ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი, 13 წლის ასაკში ჩემი პირველი ხელფასიც ავიღე და მომწონდა მხოლოდ ჩემს თავზე რომ ვიყავი დამოკიდებული. ძალიან მომწონდა უცხოელებთან კონტაქტი, მათი კულტურის, ტრადიციების და ეთნიკური განსხვავებების გაცნობა. სკოლის პერიოდში ფრანგულსა და ჩინურს ვსწავლობდი. ოჯახთნ ერთადაც ბევრს ვმოგზაურობდი, ხშირად დავდიოდი ბანაკებშიც, ვცდილობდი არაფორმალური განათლებაც მიმეღო და ბევრ ღონისძიებებში ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას.
– რატომ გადაწყვიტე ფლორენციის უნივერსიტეტში ჩაბარება?
– მინდოდა განათლება ევროპაში მიმეღო და დაინტერესბული ვიყავი მდგრადი ბიზნესით, ამ მხრივ კი ყველაზე გამორჩეულად მაინც იტალია მიმაჩნია თავისი ისტორიით, რადგან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბიზნესის, საბანკო სისტემისა და ეკონომიკის განვითარების ისტორიაში, განსაკუთრებით რენესანსის ეპოქაში. პირველი ბანკიც, „ბანკო დი სან ჯორჯო“ (Bank of St. George), დაარსდა გენუაში, იტალიაში, 1407 წელს, ბანკიც იტალიური სიტყვიდან „bench“-დან მოდის. ფლორენციაშიც უკვე აღორძინების ხანაში, რამდენიმე ბანკი არსებობდა. აქ შეიქმნა პირველადი საბანკო მომსახურებები, როგორიცაა ორმაგი ბუღალტრული აღრიცხვა, საკრედიტო ჩანაწერები და სხვა თანამედროვე საბანკო ინსტრუმენტები. აქ იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი ვაჭრობის ცენტრი შუა საუკუნეებში, იქმნებოდა მაღალხარისხოვანი ტექსტილები, განსაკუთრებით შალის პროდუქტები, რომლებიც შემდეგ ექსპორტირებოდნენ სხვა ქვეყნებში. სხვადასხვა პროფესიონალების და ხელოვანთა გაერთიანებებიც (გილდები) მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქალაქის ეკონომიკურ ზრდაში და განვითრებაში. ნუ აღარაფერს ვამბობ ხელოვნების ნიმუშებზე და არქიტექტურულ შედევრებზე, რამაც ქალაქი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ ცენტრად აქცია.
– რატომ მაინცდამაინც იტალია?
– ჩემთვის იტალიელები არიან ხალხი, რომელსაც უკვე სისხლში აქვს ვაჭრობა გამჯდარი, შეძლება იცოდნენ ერთი რაღაცის კეთება, მაგრამ ხარისხიანად. ქმნიან ერთ პროდუქტს, მაგრამ უნაკლოდ, რის შდეგადაც ადვილია ბაზარზე გასვლა და ერთგული მყიდველის მოზიდვა. სპეციალიზაცია გაერთიანებული აქვთ ვაჭრობასთან, გაუაზრებლად და ზედმეტი დასწავლების გარეშე იციან, რომ რაც უფრო დიდია ბაზარი, მით უფრო მაღალია სპეციალიზაციის ხარისხი, მით უფრო მდიდარია საშუალო მომხმარებელი და მეტად უფრო გენერალიზებულ კომპანიებთან გვაქვს საქმე. ზოგადად რაც უფრო მეტი სახის პროდუქტს უშვებს კომპანია, ერთი სამარკო სახელწოდებით, მით მეტად უჭირს მომხმარებელს ამ მარკის ასოცირება ყველა მათგანთან, რაც გლობალიზაციის შემდგომ ბევრ ქვეყანაში გახშირდა და ბევრი კომპანია დადგა ამ პრობლემის წინაშ, მაგრამ არა იტალიაში, რადგან საკმაოდ დიდი ისტორია და გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, რომელიც საუკუნეებს ითვლის და ამიტომ ბიზნეს სფეროში ლიდერობა ძალიან მარტივად გამოსდით.
– რა საფეხურები გაიარე უნივერსიტეტში ჩასაბრებლად და ვინ დაგეხმარა?
– პირველრიგში იყო მენტალურად მომზადება, განწყობისა და შემართების ამაღლება, დისციპლინა და საკუთრი თავის რწმენა. ინგლისურის ენის „IELT’’ის გამოცდის ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მეხუთე კლასიდან დავდიოდი „American-British Academy“-ში, შემდეგ გამოცდისთის მოსამზადებელი კურსი გავიარე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მასწავლებელს და ჩემთვის ძალიან კარგ მეგობარს თეა ოდიშარიას, აკადემიის დამფუძნებელს, რომელმაც მთელი თვისი ცოდნა, სითბო და გამოცდილება ჩემში ჩადო. ასევე იყო სამზადისი „TOLC’’ის გამოცდისთის, რისთისაც დამოუკიდებლად ვემზადებოდი. გამოცდის E-economics კატეგორია ჩავაბარე, რადგან ბიზნესზე ვაბარებდი. გამოცდა სამ ნაწილად იყო დაყოფილი: ინგლისური, მათმატიკა და უნარები და რა თქმა უნდა იყო დიდი სამზადისი სტუდენტური ვიზისთვის და საბუთებისთვის, რაზეც იურისტი, ქალბატონი ნანა ბოლაშვილი (Centro servizi Geo House-ის წარმომადგენელი) დამეხმარა ყველა საჭირო დოკუმენტის მოგროვებაში, თარგმნაში თუ საბუთების საელჩოში შეტანაში.
– როგორი ცხოვრება გაქვს იტალიაში?
– თვგადასავლებით სავსე, გადატვირთული გრაფიკით, ბერვი ახალი დაბრკოლებით და გამოცდილებით, ახალი მეგობრებით. ძალიან მალე შევეჩვიე იტალიასაც, მართალია სანამ ჩამოვიდოდი მაქამდე ერთი წელი იტალიურს ვსწავლობდი, მაგრამ ისედაც ძალიან მეგობრული ხალხია, არაფერზე ისტრესებიან, აფასებენ ხელოვნებას, კულინარიას, ღვინოს, ცდილობენ მაქსიმალურად ცხოვრებით ტკბობას და უყვართ ბევრი ლაპარაკი.
– რამდენად გაამართლა უნივერსიტეტმა შენი მოლოდინები?
– უნივერსიტეტმა მოლოდინები გაამართლა, რა თქმა უნდა ჩემი ფაკულტეტი მომწონს ყველაზე მეტად, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ფსიქოლოგიასაც, ბიზნესი რომ არა, ალბათ ფსიქოლოგიაზე ჩავაბარებდი. ფსიქოლოგიის ცოდნა გეხმარება თითშემეცნებაში, შენი ემოციების, ქცევების და მათი გამომწვევი მიზეზების გაგებაში. სხვების ემოციებს და ქცევების, მიხვედრაც ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, გეხმარება ადაპტაციაში, პრობლემებთან თუ სტრესთან გამკლავებაში, მეორე სემესტრში ნეირომეცნიერებაც გავიაერეთ და ვისწავლეთ საზოგადოების ქცევის მიზეზები და მათ გავლენას ინდივიდებზე და ჯგუფებზე. მგონია რომ ყველა ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც პროფესიულ ასევე პირად ცხოვრებაში
– უნივერიტეტში სწავლის გარდა თუ გაქვთ დამატები საქმიანობა?
– ჯერჯერობით არ ვმუშაობ, პირველი კურსი რახან არის, მაქსიმალური კონცენტრაცია სწავლაზე მაქვს გაკეთებული, თვისუფალ დროს ვცდილობ ქალაქის შესწავლასა და დათვალიერებას, ლამაზი ქუჩები მოვინახულო, შევიდე კონტაქტში ადგილობრივებთნ და იტალიური უკეთესად ვისწავლო.
– რას ურჩევდი შენს თანატოლებს?
– მიყვნენ თვიანთ ოცნებებს, გულს მოუსმინონ და სხვების აზრს ყურადღება არ მიაქციონ, ხელი არაფერზე ჩაიქნიონ, იშრომონ თვიანთი მიზნებისთის, არ დანებდნენ და იყვნენ მხოლოდ თვიანთი საკუთარი თავის იმედად.
– მარიამ, სად ხედავ შენს თავს მომავალში?
– სიმართლე გთხრათ, ბევრი გეგმა მაქვს, ვეცდები ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც მე მინდა, მაგრამ ღმერთის ნებას ვენდობი, მგონია რომ რაღაც თუ არ გამომივა, ბევრად უკეთესს გამომიგზავნის. მჯერა რომ „არ გამართლება“ უბრალოდ არ არსებობს,’’არ გამართლებაც“ სამყაროსგან მფარველობაა.
– გეგმავ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და თუ დაბრუნდები, რას აპირებ?
– საქართველოში დაბრუნება ძალიან მინდა, ძალიან მენატრება ხოლმე. მინდა ჩემი ცოდნა ჩემ სამშობლოს მოვახმარო, ჩემი გამოცდილება ქართველებს გავუზიარო, მათთვის რამის სწავლას თუ შევძლებ, ვასწავლო და დავეხმარო. საქართველოში ცხოვრების გაგრძელება ძალიან მინდა, იტალიაში რაც ვარ, ბევრად უფრო დავაფასე საქართველო, ქართველები, მეგობრები, ოჯახთნ გატარებული ყველა დრო, ასე ძლიან თუ მომენატრებოდა, არც მეგონა. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები საქართველოში საცხოვრებლად.
,,აპრიორი ტივი” საინტერესო რესპოდენტებს სამომავლოდაც გაგაცნობთ.
სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა. – იტალია/ქალაქი ბარი
