იტალიური ენის სწავლა მიგრანტებისთვის – „Penny Wirton“ უკვე კასტელანა გროტეში

ქალაქ კასტელანა გროტეს ადგილობრივი საინფორამციო საგენტოს www.vivicastellanagrotte.it ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კასტელანა გროტეში (მისამართი: Via Grotte n. 66F, ოფისი „Fiorire Comunque“) გაიმართება სკოლის „Penny Wirton“ ადგილობრივი ფილიალის ოფიციალური პრეზენტაცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “Scuola senza confini – Penny Wirton Bari ODV”, რომელიც მიგრანტებისთვის უფასო იტალიური ენის კურსებს ახორციელებს, აქტივობებს უკვე კასტელანა გროტეშიც დაიწყებს.

იტალიური ენის სწავლა მიგრანტებისთვის – „პენი ვირტონი“ უკვე კასტელანა გროტეში

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:

ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი Cecilia Nigro,

პრეზიდენტი Rosalina Mammiaturo,

მოხალისე Giuseppe Cianciotta,

ადგილობრივი კოორდინატორი Daniela Lovece,

კარიტასის ცენტრის წარმომადგენელი Giuseppe Elefante.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან:

ქალაქის მერი Domenico Ciliberti,

სოციალური სამსახურის საკრებულოს წევრი Davide Sportelli.

სტუდენტების სახელით სიტყვით გამოვა Hasna El Khattabi, „Penny Wirton“-ის ერთ-ერთი მიგრანტი მოსწავლე.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სასწავლო პროცესის დეტალები, კურსების განრიგი და სასწავლო მასალები.

#AprioriTV#CastellanaGrotte#PennyWirton#იტალიურისწავლა#ემიგრანტები#ინტეგრაცია#დიასპორა

Exit mobile version