იტალიურ მუსიკალურ ფესტივალზე Tour Music Fest ქართველი მარიამ ოქროპირიძე იმღერებს

„ჩემთვის პირველია უცხო მიწაზე საქართველოს სახელით გამოსვლა, 26 წელიწადია ამაზე ვოცნებობ“ – წერს მარიამი და ემოციას აუდიტორიას უზიარებს.

„ახლაც ვერ ვიაზრებ ამ ყველაფერს, უბრალოდ იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ ვერც კი აღვწერ, ჩემს სხეულში ერთდროულად დაჰქრიან რწმენა, ნერვიულობა, შიში და გამარჯვების იმედიიიიიი, მე მართლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები დედამიწის ზურგზე თუ წელს ამ ფესტივალზე გავიმარჯვებ.

საქართველოს, ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლებისა და ქართველი ხალხის სახელით, უამრავი დაბრკოლება გადავლახე აქ მოსასვლელად, ძალიან ბევრჯერ მკრეს ხელი და შემდეგ 10 იმდენჯერ თავიდან ვცდიდი ყოველთვის, ვინმემ რომ მკითხოს ოდესმე მაინც თუ დანებებულხარო, ჩემი პასუხი იქნება არასდროოოს, არც ერთხელ და მუდამ ასე იქნება, არავინ მყოლია, ეს წარმატება იქნება 100% – თ საკუთარი შრომის, მიზანდასახულობისა და პატიოსნების შედეგი, ყოველგვარი ფულიანი ნაცნობებისა და ჩაწყობების გარეშე, რადგან მარიამი არ სცნობს ასეთ გამარჯვებას!

საქართველოს გაუმარჯოს, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ლამაზი ქვეყანა“ – წერს მარიამი.

ფესტივალს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მითითებულ ბმულებზე:

Finali Europee

ასევე ფეისბუკ გვერდზე Tour Music Fest

ვუგულშემატკივროთ მარიამას!

Exit mobile version