იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იტალიაში 11-დან 19 წლამდე ასაკის 5 მილიონ 140 ათასზე მეტი ახალგაზრდა ცხოვრობს, მაგრამ დემოგრაფიული პროგნოზით ახალგაზრდების რაოდენობა შემცირებულია.
გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, დემოგრაფიული აღდგენა შეუძლებელი არ ჩანს: იტალიელი ახალგაზრდები თავიანთ მომავალს წყვილად ხედავენ (74,5%). გამოკითხულთა 72,5% კი ქორწინებაზე ფიქრობს.
გამოკითხული ახალაგზრების 69,4%-ს სურს შვილების გაჩენა, აქედან მხოლოდ 8,8% ფიქრობს ერთი შვილი იყოლიოს, ხოლო 18,2% სამ ან მეტ შვილზე. უცხოელებს შორის სამი და მეტი შვილის მსურველთა პროცენტი არის 20,5%.
ბიჭებისა და გოგონების 69.4% სურთ შვილების ყოლა, 21.8% ვერ გადაუწყვეტია, ხოლო 8.7% ამბობს, რომ არ სურთ.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სარისკო ჩანდეს ახალგაზრდული მისწრაფებების დღევანდელ რეალობასთან შედარება – მკვლევარების განცხადებით, მსოფლიოში ქალების 78%-ს მინიმუმ ერთი შვილი ჰყავს. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა იტალიელების მხოლოდ 69,4%-მა გამოთქვა შვილის ყოლის სურვილი, მიუთითებს ისეთი პირობების შექმნის აუცილებლობაზე, რომ გადაუწყვეტელი ადამიანების ნაწილი მაინც (21,8%) მომავალში გადაიფიქრებს.
