BREAKING

იტალია

იტალიაში გამართულ ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის ელჩად პროფესიონალი სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილი აირჩიეს

2024 წლის 8- 12 ნოემბერს, ქ. მერანოში ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის გახსნის ცერემონიალს საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია და საკონსულო დაწესებულების უფროსი მრჩევლები: დავით გომართელი და ვალერიან გვალია დაესწრნენ. – ინფორმაციას ფესტივალის შესახებ საქართველოს საკონსულო მინალნში ავრცელებს.

საკონსულოს ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან იზიდავს ღვინის მწარმოებლებს, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის 450-ზე მეტი ღვინის ქარხანა.

2024 წლის მერანოს ღვინის ფესტივალის ორგანიზატორებმა პროფესიონალი სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილი, ქართული ღვინის ელჩად აირჩიეს. მან 8 ნოემბერს ქართული ღვინის პრეზენტაცია,დეგუსტაცია და მასტერკლასი გამართა.

საქართველოდან ფესტივალს ესწრებოდნენ ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი თინა კეზელი და ცნობილი ქართველი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი.

ფეტივალზე წარმოდგენილი იყო 25-მდე ქართული ღვინის კომპანია, მათ შორის:, “წინანდლის ღვინის ქარხანა”, “შატო მუხრანი”, “თბილღვინო”, “ბოლნისის ქარხანა”, “ძმების ღვინო”, “Tsinandali estate”, “მუკუზანის ტრადიციული ღვინის ქარხანა” და სხვა მცირე მწარმოებლები.

ქართულმა ღვინომ „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა იდეა, რომ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ქ. მილანში ჩატარდეს ქართული ღვინის ფესტივალი. – წერია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორამციაში.

პროფესიონალი სომელია თამარ ჭიჭიბოშვილი და გენერალური კონსული მილანში ნატალია კორძაია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts