დღეს საღამოს 21:43 საათზე ძლიერი მიწისძვრა იგრძნობოდა მთელ სამხრეთ იტალიაში. ბიძგების სიმძლავრე 4,9-დან 5,4 მაგნიტუდამდე შეადგენდა. ეპიცენტრი კოზენცას პროვინციაში იყო.
პანიკის გამო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა პულიაში, განსაკუთრებით ტარანტოს რაიონში, ასევე ბარის რაიონში და სალენტოში.
მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.