2025 წლის ბიუჯეტის დოსიე უკვე ჯორჯა მელონის მაგიდაზეა Palazzo Chigi-ში. ხვალინდელი უმრავლესობის სამიტზე ასევე წარმოდგენილი იქნება INPS-ის ანგარიშები: იმისათვის, რომ დაპირებები შევასრულოთ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ფისკალური სივრცე.
გამკაცრებული პენსიები და ოპერაცია (პროექტი) „საშუალო კლასი“ 22 მილიონი გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების შესამცირებლად: ეს ის პროექტებია, რომელზეც მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით მუშაობს. შრომისა და სახაზინო დეპარტამენტების ექსპერტები მუშაობენ სხვადასხვა მოდელზე, რათა გაათავისუფლონ პენსიებით დაბლოკილი რესურსები, კერძოდ, 103 კვოტა, რომელიც ისედაც ძალიან მძიმეა სახელმწიფო ხაზინასთვის.
INPS-ის ტექნიკოსებმა უმრავლესობის შეხვედრაზე რამდენიმე ვარაუდი უნდა დაასაბუთონ: უმრავლესობისგან გავრცელებული ხმების თანახმად, მოიფიქრება დახმარების გაზრდა 6-7 თვემდე უკვე არსებული 3- დან იმ მუშაკებისთვის, რომლებიც აირჩევენ ავანსს 42 წლისა და 10 თვის თავზე (ქალებისთვის 41 და 10 თვე) მიუხედავად მათი ქრონოლოგიური ასაკისა.
4 მილიარდი გადასახადების შემცირებისთვის
საპენსიო ხარჯებისგან რესურსების გათავისუფლება, არაა მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ 14 მილიონი მუშაკისთვის გადასახადის შემცირების დასადასტურებლად, არამედ ესაა მთავრობის სურვილი საგდასახადო ტვირთი შეუმციროს საშუალო ფენას, რომელიც აქამდე არ სარგებლობდა არც შრომის ხარჯების შემცირებითა და არც შესაბამისი შრომითი ანაზღაურებით. Irpef-ის პირველი ორი ტარიფის შერწყმის გარდა, შესაძლებელია შუალედური განაკვეთის 35-დან 33% შემცირების შესაძლებლობა, ასევე მეორე შემოსავლის ლიმიტის გაზრდა 50-დან 60 ათას ევრომდე: ეს სქემა სარგებელს მოუტანს დაახლოებით 8 მილიონ გადასახადის გადამხდელს.
თუ მათთვის ვინც გამოიმუშავებს 28-დან 50 ათას ევრომდე, გადასახადის შემცირება იქნება 2%, მაშინ 839 ათასი გადასახადის გადამხდელისთვის, რომლებიც გამოიმუშავებენ 50-დან 60 ათას ევრომდე, გადასახადის შემცირება მიაღწევს 10 პროცენტს: რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც წელიწადში იძლევა ათასი ევროს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას. გასულ მარტში მინისტრის მოადგილემ მაურიციო ლეომ განმარტა, რომ 50 ათასი ევროს შემოსავლის მქონე პირი არ უნდა იტანჯებოდეს გადასახადებით, რომლებიც რეგიონალური და მუნიციპალური გადასახადების ჩათვლით 50% -ს აღემატება.
გადამწყეტი შეკითხვა, ცხადია, ყოველთვის ერთი და იგივეა: სად უნდა მოიძებნოს გადასახადების შესამცირებლად საჭირო რესურსები. მოცემული სქემის დასადასტურებლად საჭიროა დაახლოებით 4,3 მილიარდი ევრო. შუალედური განაკვეთის კიდევ ორი პუნქტით შემცირებამ შეიძლება თანხის რაოდენობა 6 მილიარდ ევრომდეც გაზარდოს.
ოჯახური შეღავათების შემცირება
როგორც უკვე ვთქვით, მთავარი ამოცანა რესურსების მოძიებაა. ამიტომაც მთავრობა იკვლევს ერთი ბავშვის შემწეობის რემოდულაციის ჰიპოთეზას: უკვე გამოყოფილმა მაგრამ გამოუყენებელმა რესურსებმა, ინკლუზიურ შემოსავალზე გამოყოფილ რესურსებთან ერთად, შეიძლება 2 მილიარდზე მეტი მანევრირების საშუალება შექმნას.
მელონის მთავრობას, რომელიც ყოველთვის აცხადებდა ძლიერ მხარდაჭერას შობადობის კოეფიციენტზე, შეუძლია ამოარჩიოს მრავალრიცხოვანი ოჯახები და ფინანსური დახმარება გაუწიოს მათ. ფინანსთა სამინისტროს უარყოფის მიუხედავად, ოჯახური დახმარების ღონისძიების კორექტირება მოითხოვა ევროპამ, რომელმაც დაიწყო სამართალდარღვევის პროცედურა მელონის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, შემოიღოს უცხოელებისთვის ბინადრობის მოთხოვნა 2 წლის განმავლობაში.
როგორც ასევე მინისტრმა როჩელამ განმარტა, ევროკავშირი ითხოვს არასამუშაო შემწეობის მიმღებთათვის იტალიის ბინადრობის მოთხოვნის (ამჟამად ორი წლის) მოხსნას, ასევე შრომითი ურთიერთობის გახანგრძლივებას (ამჟამად მინიმუმ 6 თვე), ასევე შემოიღონ შეღავათები მათთვის ვისაც ჰყავთ საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვები. „აქედან გამომდინარე, აღარ იქნება საჭირო ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ საკმარისი იქნება იქ მუშაობა მინიმუმ ერთი დღით, რათა ისარგებლოს კონტრიბუციით“, – განმარტავს საოჯახო საკითხებში მინისტრი და გულისხმობს, რომ მსგავსი მოთხოვნები მიუღებელია. ამრიგად, ამ საბაბით, აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია გადაწეროს დრაგის მთავრობის მიერ 2022 წელს დაწყებული ოჯახის დახმარების ეროვნული გეგმა.
პროექტში მოცემულია ჰიპოთეზა, სავარაუდოდ, გვთავაზობს ბავშვის დახმარების 57 ევროს შემცირებას თითო ბავშვზე, მათთვის ვინც არ წარადგენს ISEE-ს და კიდევ მათთვის, ვისაც აქვს 45 ათას ევროზე მეტი. დაზოგილი რესურსები მოხმარდება იტალიაში მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.
ბონუსი დღგ-ს ნომრის მქონე დედებისთვის
მინისტრის მაგიდაზე არსებულ სხვა ჰიპოთეზებს შორის არის დედების ბონუსის გახანგრძლივება,რომლებიც აქამდე ამორიცხული იყვნენ სოციალური უზრუნველყოფის შენატანებზე ფასდაკლებიდან. Corriere della Sera-ს ანალიზის თანახმად, მომუშავე დედები, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი ანაზღაურებისთვის, რომელიც მოიაზრებს 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, 100%-ით გათავისუფლდებიან ინვალიდობის, ხანდაზმულობისა და დამოკიდებულ პირთა შენატანებისგან, უმცროსი ბავშვის მეთვრამეტე დაბადების თვემდე. ყოველთვიურად მორგებული მაქსიმალური წლიური ლიმიტია 3 ათასი ევრო. იგივე პირობები იმოქმედებს ( მაგრამ მხოლოდ 2024 წლისთვის), ორი შვილის მქონეთათვის. თუმცა, დახმარება მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ორი ბავშვიდან ერთი მაინც არის 10 წლამდე.
გეგმა, რომელიც მომავალი წლიდან ასევე შეიძლება გავრცელდეს და განხორციელდეს, არადასაქმებულ ქალებს ეხება, რომლებიც დაახლოებით 2 მილიონია იტალიაში. ცხადია, განხილვის საკითხი მოგვარებულია: დღეისათვის მოთხოვნა უფლებამოსილთა 75%-მა, დაახლოებით 550 ათასმა მუშა ქალმა წარადგინა.
წყარო: today.it
სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა