19 და 20 თებერვალს, იტალიაში, სკოლა “Viterbo”-ს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ თეატრალურ საგანმანათლებლო პროგრამაში (PON di teatro “The Drama”), Centro Studi Viterbo-ს სცენაზე წარმოადგინეს უილიამ შექსპირის ცნობილი პიესა – „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

სპექტაკლი დაიდგა პროფესორ მარია სერენა ივონეს რეჟისორობით, პროფესორ ჯოვანი დე მიქელესა და პროფესორ კლაუდიო კანიტოს თანადგომით.
საღამოებმა განსაკუთრებული ემოციური დატვირთვით ჩაიარა, სცენაზე წარმოდგენილი იყვნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო თანამშრომელმა ალდო ტურიმ. მაყურებელთა შორის იყვნენ მშობლები, პედაგოგები და სკოლის სხვა მოსწავლეები, რაც ღონისძიებას ერთიანი სასკოლო საზოგადოების ნამდვილ დღესასწაულად აქცევდა.
📌 აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონაწილეობდა ქართველი ემიგრანტი მოსწავლე მარიამ ბოკუჩავა, რომელიც აღნიშნული სკოლის მოსწავლეა და აქტიურად არის ჩართული სასკოლო შემოქმედებით ცხოვრებაში.
AprioriTV აგრძელებს იტალიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების წარმატების ისტორიების გაშუქებას, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში განათლებისა და კულტურის გზით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.