ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ქოიავამ ოფიციალური გაცნობითი შეხვედრა გამართა ქ. ბარის მერთან, ვიტო ლეჩეზესთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, აგრეთვე თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, კულტურულ გაცვლით პროგრამებსა და ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას.
მხარეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია და იმუშაონ ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას სხვადასხვა სექტორში.
📌 დამატებითი სიახლეებისა და ემიგრაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
🌐 https://aprioritv.com
#AprioriTV #ქართველებიიტალიაში #ბარი #საქართველოსდიასპორა #იტალიასაქართველო
