„ბადანტის“ მაქსიმალური სამუშაო საათებია კვირაში 54 ხოლო დღეში 10 საათი

მომვლელი ე.წ. „ბადანტე“ ნიშნავს – განსაკუთრებული კვალიფიკაციის არ მქონე პირს, რომელიც ზრუნავს მოხუცებზე, ავადმყოფებზე ან არა თვითკმარ პირებზე.

– თანამცხოვრების, ე.წ. „ბადანტის“ მაქსიმალური სამუშაო საათებია კვირაში 54 ხოლო დღეში 10 საათი.
თანამშრომელს უფლება აქვს დაისვენოს მთელი დღე კვირას და ასევე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნახევარი დღე.

ხშირად ირჩევთ 10 საათის განრიგს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და 4 საათი შაბათს.

– თანამშრომლის შემთხვევაში, რომელიც არ ცხოვრობს დამსაქმებელ ოჯახში, მაქსიმალური სამუშაო საათებია კვირაში 40 საათი და დღეში 8 საათი, ხოლო თავისუფალი დღეა კვირა.

ნახევარ განაკვეთზე თანაცხოვრების შემთხვევაში 30 საათი, მაქსიმალური სამუშაო საათები კვირაში 30 საათი და დღეში 10 საათი.

ღამის დამხმარის კონტრაქტით, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ კოჰაბიტაციის პირობებში, ყოველთვის მოქმედებს იგივე წესები, რაც ჩვეულებრივი თანაცხოვრებისას, ანუ მაქსიმუმ კვირაში 54 საათი და დღეში 10 საათი. ხშირად ასეთი კონტრაქტების გამოყენებისას ადგენენ 9 საათიან განრიგს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
კატეგორიები და მათი განმარტება:

AS – კომპანია ხანდაზმულთათვის;
B – დასუფთავება, დაუთოება, სამზარეულო, მებაღეობა, მომვლელი, მოახლეები;
BS – ძიძა ან მზრუნველი, რომელიც ეხმარება თვითმოვლის შესაძლებლობების მქონე ადამიანებს;
C – სპეციალიზებული მზარეული;
CS – Assistance არა თვითკმარი ადამიანებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო კვალიფიკაციის გარეშე;
D – საყოფაცხოვრებო ქონების მენეჯერი, მეთვალყურე, დიასახლისი, უფროსი მზარეული, უფროსი მებაღე;
DS – თვითმოვლის შესაძლებლობების არ მქონე პირების დამხმარე, რომლებსაც აქვს საგანმანათლებლო კვალიფიკაცია (ტრენინგები იტალიაში ან მის ფარგლებს გარეთ, სამუშაოსთან დაკავშირებულ სფეროში, მინიმუმ 500 საათი ან სერტიფიცირებული დიპლომი).

ApriorTV იტალია  – ხათუნა შარაძე

Exit mobile version