„ეს ბევრ ადამიანს აიძულებს იცხოვროს ჩრდილში, ვერ შეძლოს მუშაობა, ვერ გახსნას საბანკო ანგარიში ან თუნდაც სახლში დაბრუნდეს. ჩვენ გვჭირდება ხელმისაწვდომი მექანიზმი ჩვენი პოზიციის დასარეგულირებლად, საგანგებო ზომების მოლოდინის გარეშე“. – წერია DOMINA-ს (შინამოსამსახურეთა ოჯახების ეროვნული ასოციაცია) ოფიციალურ გვერდზე.
ასოციაცია DOMINA-ს მრავალწლიანი გამოცდილებისა და ოპერირების ფონზე, ახლახან იტალიის მთავრობის მიერ დამტკიცებულ Decreto Flussi-ზე, ოჯახში დასაქმებულთა კანონიერად რეგულაციისთის დამატებითი კვოტები განუსაზღვრეს. რაც ცალსახად ნიშნავს ე.წ. „საბუთის“ მიღების მეტად გამარტივებულ და ფაქტობრივად გარანტირებულ შედეგს.
Decreto Flussi-ს პროცედურების გამარტივების საკითხი, ხსენებული ასოციაციის ინიცირებულია, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში იტალიის მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა. რის შედეგადაც DOMINA-ს სამუშაო მიზეზების გამო იტალიაში შესვლის რეგულირების პროცესში ქვოტა 10 000 ერთეულამდე განუსაზღვრეს.
შეგახსენებთ რომ Decreto Flussi-ზე განაცხადების მიღება დაწყებულია.
DOMINA-ს ოფიციალური წარმომადგენელი ქალაქ ბარიში გახლავთ Lorenzo Papa, რომელიც ხუთ წელზე მეტია, ქართულ-იტალიური ასოციაცია Centro servizi Geo House-სთან წარმატებით თანამშრომლობს.