BREAKING

იტალია

ასოციაცია ,,ქართული სახლი” მილანში ქართველ ხელოვანებს გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს

საგანმანათლებლო ასოციაციის ,,Casa Georgiana”-ს ხელმძღვანელი, მილანში მცხოვრები მაკა გიგიაძე ხელოვანი ქართველებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

ქართულ-იტალიური კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია “ქართული სახლი – CASA GEORGIANA”, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწევა საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას იტალიაში, ასევე ორგანიზებას უწევს, ქართველი ხელოვანების, პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენა – გაყიდვას მილანში, გაცნობებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას!

მუდმივი მოლაპარაკებების საფუძველზე შედგა შეთანხმება მილანის ერთ-ერთ ცნობილ გალერეასთან და დღეიდან უკვე ოფიციალური მემორანდუმის საფუძველზე, შევძლებთ მუდმივად გავმართოთ გამოფენები, მილანის ერთ-ერთ უძველეს და ცენტრალურ უბანში, NAVIGLIO GRANDE -ზე, რომელიც არის იტალიელი (და არა მხოლოდ) მხატვრების სავანე, უდიდესი გამოფენების, კულტურული და ტურისტული ცენტრი. – წერს მაკა გიგიაძე.

გიგიაძის თქმით, „ჩვენი ასოციაციის ორგანიზებით, დღეიდან უკვე შეგვიძლია ამ მნიშვნელოვან ადგილზე, ევროპელი მხატვრების გვერდით, ქართულმა ხელოვნებამაც თქვას თავისი სიტყვა“.

გამოფენაში, სახელწოდებით:

“ხელოვნება გვაერთიანებს – L’arte ci unisce”

მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ მხატვრებსა და ხელოვანებს.

გამოფენებზე მოწვეული იქნება იტალიელი მხატვრები და კრიტიკოსები, გაიცემა სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დეტალებზე შესათანხმებლად და რეგისტაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ WhatsApp -ზე.

☎️ +39 333 975 3319

წარმატებებს გისურვებთ!

პატივისცემით ასოციაცია “ქართული სახლი”.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 როგორ მივიღოთ იტალიაში ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლება?

🔴ყველაფერი “Decreto Flussi“-ის შესახებ

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts