„არანაირი სანატორია“ – იტალია ლეგალიზაციის კანონის გამოშვებას არ გეგმავს

სანატორია

იტალიის მინისტრთა საბჭომ უკვე დაამტკიცა ახალი ბრძანება decreto flussi-ს შესახებ. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ალფრედო მანტოვანომ პრესკონფერენციაზე, ძირითად სიახლეებსა და მთავრობის იმ მიზანზე ისაუბრა, რომელსაც სურს სისტემა უფრო ეფექტური და მოწესრიგებული გახადოს.

მინისტრის მოადგილემ ასევე მკაფიოდ და ხაზგასმით ისაუბრა ლეგალიზაციის კანონზე, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებია, საემიგრაციო საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს და მთავრობა Sanatoria 2024 უშვებდა სიმართლეს არ შეესაბამება.

არანაირი სანატორია, – თქვა მანტოვანიმ.

მანტოვანომ განმარტა, რომ არალეგალური ემიგრანტების ამნისტია (Sanatoria) არ იქნება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტეს მთავრობის მიერ 2020 წელს დაწყებული ამნისტია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამჟამინდელი მთავრობა აპირებს პატივი სცეს ამომრჩევლების წინაშე აღებულ ვალდებულებას, არ დაიწყოს ახალი ამნისტიები, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გაამახვილოს მკაფიო წესებზე და Dekreto Flussi-ს მოწესრიგებულ მართვაზე.

Exit mobile version