12 პროდუქტი, რომელიც აზროვნებასა და მეხსიერებას აუმჯობესებს

ნუტრიციონისტი და ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი კვების იმ მოდელს გვიზიარებს, რომელიც ტვინს ეხმარება და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

ტვინის მუშაობის ეფექტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რით ვკვებავთ მას. ტკბილეულის მოყვარული მრავალი ადამიანი დაბნეულობით იტანჯება. რა ასტიმულირებს და რა აფერხებს ტვინის მუშაობას. ენერგიის ძირითადი წყარო გლუკოზაა. ორგანიზმი მას იღებს ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებიდან, როგორიცაა შვრია, პური და მაკარონი. ნუ გაგიტაცებთ შოკოლადი, კანფეტები და შაქარი. შეიძლება დასაწყისში მართლაც მოგცეთ ენერგიული ბიძგი, მაგრამ ხანმოკლე ეფექტი ექნება და საბოლოო ჯამში თავს იმაზე ცუდად იგრძნობთ, ვიდრე წინათ. თუ ტვინს გამხნევება ესაჭიროება, მიირთვით ხილი, ყველი, ნიგოზი, იოგურტი. შეგიძლიათ ერთი ჭიქა შაქრიანი ყავაც დააყოლოთ. მიირთვით ანანასი. ის დაბალკალორიულია, სამაგიეროდ მასში ბევრია C ვიტამინი, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვინც ბევრი ან დიდი მოცულობის ტექსტების დამახსოვრება სჭირდება. ყურადღების კონცენტრაციისთვის კარგია თევზი და თევზის ცხიმი. ეს დელიკატესია ტვინისთვის, რომელიც ამარაგებს მას ცხიმმჟავებით და მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

წარმოგიდგენთ 12 ლიდერ პროდუქტს, რომლებიც ძალიან კარგად გვეხმარებიან აზროვნებაში.

წყარო

Exit mobile version