BREAKING

იტალიაყველაფერი სწორ კვებაზე

12 პროდუქტი, რომელიც აზროვნებასა და მეხსიერებას აუმჯობესებს

ნუტრიციონისტი და ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი კვების იმ მოდელს გვიზიარებს, რომელიც ტვინს ეხმარება და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

ტვინის მუშაობის ეფექტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რით ვკვებავთ მას. ტკბილეულის მოყვარული მრავალი ადამიანი დაბნეულობით იტანჯება. რა ასტიმულირებს და რა აფერხებს ტვინის მუშაობას. ენერგიის ძირითადი წყარო გლუკოზაა. ორგანიზმი მას იღებს ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებიდან, როგორიცაა შვრია, პური და მაკარონი. ნუ გაგიტაცებთ შოკოლადი, კანფეტები და შაქარი. შეიძლება დასაწყისში მართლაც მოგცეთ ენერგიული ბიძგი, მაგრამ ხანმოკლე ეფექტი ექნება და საბოლოო ჯამში თავს იმაზე ცუდად იგრძნობთ, ვიდრე წინათ. თუ ტვინს გამხნევება ესაჭიროება, მიირთვით ხილი, ყველი, ნიგოზი, იოგურტი. შეგიძლიათ ერთი ჭიქა შაქრიანი ყავაც დააყოლოთ. მიირთვით ანანასი. ის დაბალკალორიულია, სამაგიეროდ მასში ბევრია C ვიტამინი, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვინც ბევრი ან დიდი მოცულობის ტექსტების დამახსოვრება სჭირდება. ყურადღების კონცენტრაციისთვის კარგია თევზი და თევზის ცხიმი. ეს დელიკატესია ტვინისთვის, რომელიც ამარაგებს მას ცხიმმჟავებით და მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

წარმოგიდგენთ 12 ლიდერ პროდუქტს, რომლებიც ძალიან კარგად გვეხმარებიან აზროვნებაში.

  • ვაშლი – აუმმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და სისხლძარღვებს ტონუსში ამყოფებს.
  • ბანანი – ეხმარება ემოციური დაძაბულობის მოხსნაში და განწყობას აუმმჯობესებს
  • ნატურალური იოგურტი – ტვინის უჯრედების ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს.
  • მწვანე ბარდა – ამცირებს სისხლში ცხიმების დონეს და აძლიერებს გონებრივ მუშაობას.
  • მარწყვი – აჩქარებს გლუკოზის მიწოდებას და გონებრივ მუშაობას ახალისებს
  • ფრინველის ხორცი – იცავს ჟანგბადის ბალანსს, რაც ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია.
  • ოსპი – თავიდან აგაცილებთ დაღლილობის შეგრძნებას
  • მიუსლი – აუმჯობესებს მეხსიერებას
  • ნიგოზი – გეხმარებათ გონებრივი გადაღლისას
  • მაკარონი – ის არ ასუქებს და დაღლილობას ხსნის და ამშვიდებს.
  • სალათის ფურცელი – ყურადღების კონხცენტრაციას ამაღლებს
  • რუხი პური – ნერვულ სისტემას და კუნთების მუშაობას ასტიმულირებს

წყარო

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts