BREAKING

იტალია

10 ფაქტი იტალიის შესახებ

10 ფაქტი იტალიის შესახებ

იცოდით რომ:

1. ყველაზე მოკლე მდინარე მსოფლიოში, ვერონას პროვინციაში, კერძოდ მალჩესინში მდებარეობს, რომლის სიგრძე მხოლოდ 175 მეტრიაია. მას “რი“ ჰქვია და კვეთს კასონეს დასახლებას და შემდეგ ჩაედინება გარდას ტბაში.

2. მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტონომიური სახელმწიფო ვატიკანია. მისი ფართობი 44 ჰექტარია.

3. იტალია პირველ ადგილზეა იუნესკოს სიაში მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლების რაოდენობით.

4. ევროპაში მხოლოდ იტალიაშია 3 მოქმედი ვულკანი: სტრომბოლი, ვეზუვი და ეტნა.

5. წელიწადში ყოველი იტალიელი საშუალოდ 3,7 კგ ყავას მოიხმარს და დაახლოებით 14 მილიარდი კგ ყავა იწარმოება.

6. იტალია  მეხუთე ადგილს იკავებს  მსოფლიოში, როგორც  ყველაზე მონახულებადი ქვეყანა. სტატისტიკის მიხედვით, ტურისტები იტალიას ირჩევენ საფრანგეთის, შეერთებულ შტატების, ესპანეთისა და ჩინეთის შემდეგ.

7. იტალია ასევე ამაყობს ძალიან პატარა რესტორნით, სახელწოდებით solo per due (მხოლოდ ორისთვის) რომელიც მართალიც მხოლოდ ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, რადგან მას აქვს ერთადერთი მაგიდა. იგი მდებარეობს ვაკონეში, რიეტის პროვინციაში და ეს  რესტორანი ყველზე პატარაა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ  მთელ მსოფლიოში.

8. იტალია პიცის სამშობლოა. ადგილი,სადაც ოფიციალურად დაიბადა პიცა. იგი მაკარონისგან განსხვავებით, გამოიგონეს 1860 წელს ნეაპოლში.

9. აქ პირველად გამოიგონეს  შიდაწვის, ბენზინის ძრავით მომუშავე მანქანა. იგი დააპროექტა და შექმნა იტალიელმა ინჟინერმა ენრიკო ბერნარდიმ 1884 წელს.

10. იტალიაში, დაიბადა ასევე ნუთელაც,  კუნეოში 1964 წელს, რომელიც ფერერომ შექმნა.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts