19 წლის მარიამ მახარაძე იტალიის 20-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია. ფინალური ეტაპი 15-16 მარტს ქალაქ კაპურსოში გაიმართება. შესაძლებელია ღონისძიებაზე დასწრება და გულშემატკივრობა.
,,აპრიორი ტივი” რუბიკაში ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი” დღეს სწორედ მარიამზე მოგიყვებათ.
როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა მძლეოსანი სპორტის ამ სახეობის არჩევისას, დედის მაგალითს გაჰყვა, რადგან მშობელიც ამით იყო დაკავებული. მარიამს სპორტი ბავშვობიდან იტაცებდა. პირველი, რამაც მისი დაინტერესება გამოიწვია, ჩოგბურთი იყო. მიღებული ტრამვის შემდეგ , იგი ძიუდოზე შევიდა, თუმცა საბოლოოდ მან მძლეოსნობა აირჩია. ,,როდესაც დედა ვარჯიშობდა ხოლმე ვცდილობდი სულ გავყოლოდი დარბაზში, დედაც ამ სპორტით იყო დაკავებული რეგიონის მრავალ გზის და იტალიის ჩემპიონიც გახდა.დავუკავშირდი დედას ყოფილ ტრენერს რომელსაც ვკითხე რჩევა თუ რომელ დარბაზში მევარჯიშა და მან მირჩია ის დარბაზი რომელმაც შეცვალა ჩემი ყველა გეგმა სპორტის მიმართ.”
მარიამმა, მძლეოსნობაში ვარჯიში, სულ ცოტა ხნის წინ, 2024 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი მთავარი გატაცება და საყვარელი საქმიანობაც სწორედ სპორტის ეს სახეობა გახდა.. იგი ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობს და მიღებული ტრამვიდან გამომდინარე უწევს ტკივილის ატანაც.,,მივხვდი რომ ეს ის სპორტი იყო სადაც ნამდვილი მარიამი ვიქნებოდი, ამ საქმიანობამ ყველანაირად შემცვალა, ჩემი ცხოვრების ნაწილია და არ წარმომიდგენია დღე ვარჯიშის გარეშე.ვცდილობ არც ერთი დღე არ ჩავაგდო , ,ყოველ დღე ვცდილობ მაქსიმალურად ვივარჯიშო და ვკონცენტრირდე მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშზე”
რაც შეეხება ფინალში გასვლას, ახალგაზრდა მძლეოსანს ამის მოლოდინები არ ჰქონია. ,,ეს შეჯიბრი მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის ,ამ ფინალში ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ,არ ვარ კონცენტრირებული ჩემპიონობაზე რადგან ჩემთვის ყველა შეჯიბრზე არის მნიშვნელოვანი რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.”

მარიამი ამბობს, რომ ამ საქმიაობის დაწყების შემდეგ, ოჯახის წევრებისგან არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია და ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ მის არჩევანს, თუმცა მას უცხოებისგან გენდერული სტერეოტიპები ხშირად უგრძვნია,მაგრამ იგი საკუთარ საქმიამობაზე კონცენტრირდება და მათ ყურადღებას არ აქცევს. ,,ხალხი ვისაც ავტობუსში ან თუნდაც სამეგობროს, ნაცნობებს გაკვირვებიათ და უთქვამთ რომ გოგო ხარ და არ გინდა ეგ სპორტიო, არ არის ეგ ქალის საქმე, არ უხდება ქალს ეს სპორტი და ა.შ მაგრამ მე ჩემი მიზანი მაქვს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ და მათი აზრი ჩემს შეჩერებას ვერ შეძლებს.“
ახალგაზრდა მძლეოსანი უკვე 6 წელია ემიგრანტია. იგი იტალიაში დედასთან ჩამოვიდა. მძლეოსნობის გარდა, ის ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში , გრაფიკული დიზაინით განხრით მუშაობს, თუმცა საკუთარ მომავალს მხოლოდ სპორტში ხედავს.
რას ეტყოდა გოგონებს, რომლებსაც სპორტის სახეობა იტაცებთ,მაგრამ საზოგადოების მიდგომების გამო გამბედაობა არ ყოფნით? მარიამი გვპასუხობს რომ მათ საკუთარი მიზნებისკენ სვლა არ უნდა შეაჩერონ.,,არ არსებობს რაც გულით გინდა არ გამოგივიდეთ, გადადეთ გვერდზე ყველაფერი რაც ხელს გიშლით და წინ გეღობებათ ყველა შიშის და უკან დახევის გარეშე, დიდი გზაა გასავლელი რომელიც რთულია და ყველა ვერ ასრულებს მაგრამ რაც გულით გინდა დაუღალავი შრომით აუცილებლად გამოგივათ, მთავარია არასდროს დანებდე.”
მარიამი ფინალურ ეტაპზე, რომელიც 15-16 მარტს ქალაქ კაპურსოში გაიმართება, ქართველ გულშემატკივრებს ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ ისინი მის საგულშემატკივროდ მივლენ.
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი
- AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.