,,ჩემი გეგმები ამერიკაში წასვლას უკავშირდება” – გიგი ესაიაშვილი ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტის” რუბრიკაში

იტალია

26 წლის გიგი ესაიაშვილი უკვე 4 წელია ემიგრანტია. იგი იტალიაში სწავლისა და მუშაობის მიზნით ჩამოვიდა. ,,მსურდა ქართულთან ერთად ევროპული განათლების მიღება, ასევე უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილების მიღება და პიროვნულად გაზრდა , საკუთარ თავზე ბოლომდე პასუხისმგებლობის აღება და მაღალ ტემპში ჩემს თავზე მუშაობა, რის შესაძლებლობასაც გაძლევს იტალია”

იტალიაში ჩამოსვლამდე ახალგაზრდა ემიგრანტი თბილისში სწავლობდა და მუშაობდა, იგი ასევე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი იყო და მას სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარებოდა.

გიგიმ ემიგრაციამდე, ჯერ სტუდენტური ვიზა მოიპოვა, რაშიც ქართულ-იტალიური ასოციაცია ,,ჯეო ჰაუსი” დაეხმარა. ,,ყველა კონსულტაცია გავიარე ..ჯეოჰაუსთან”, პირადად ნანასთან, ის დამეხმარა აბსოლუტურად ყველა საჭირო საკითხში თუ პროცესში, რომლის გავლაც საჭიროა იტალიურ უნივერსიტეტში მოსახვედრად, საჭირო დოკუმენტაციის მოსაგროვებლად თუ საელჩოში მომზადებული და თავდაჯერებული შესასვლელად”

სანამ ემიგრანტი გახდებოდა ახალგაზრდა ბევრჯერ იყო ნამყოფი იტალიაში, რადგან გიგის დედა სწორედ ბარიში ცხოვრობს. იგი 13 წლის იყო, როდესაც მშობელმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ,,ჩემს ოჯახში თავიდანვე ისე იყო რომ ყოველთვის ვიღაც მიდიოდა მიგრაციაში, თავისთავად დედას წასვლა არიყო მარტივი, თუმცა ამან უფრო დამოუკიდებელი გამხადა, ვინაიდან პატარა ასაკიდანვე უკვე ჩემი თავი მე მებარა”

გიგიმ ჩამოსვლისთანავე სწავლა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში განაგრძო. მიუხედავად ენის ბარიერისა, სასწავლებელში, ახალ გარემოსთან ადაპტაცია მან საკმაოდ კარგად გაიარა. ,,მეგობრული და კომუნიკაბელური კურსი დამხვდა, ამას ემატებოდა ისიც რომ ჩემს კურსზე ბევრი საერთაშორისო სტუდენტი იყო სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით საჭირო ინფორმაციებს სასწავლო მასალასთან დაკავშირებით ერთად ვსწავლობდით ხოლმე უნივერსიტეტთან ახლომდებარე კაფეში და ხშირად ვსაუბრობიდით კულტურულ სხვაობებსა თუ სამომავლო გეგმებზე, შთაბეჭდილებებზე”

ახალგაზრდა ემიგრანტი ამჟამად ბარმენად მუშაობს. მან რამოდენიმე თვის წინ ამერიკის საკონსულოში ვიზა აიღო და მისი მომავლის გეგმები სწორედ იქ წასვლას, სწავლისა და მუშაობის გაგრძელებას უკავშირდება. ,,ალბათ ამერიკაზე ბავშობიდან ვოცნებობდი, თუმცა ასე ცხოვრებაში სერუოზულად არც კი მიფიქრია სანამ ,,ჯეოჰაუსში” ნინომ არ დამარწმუნა რომ მაღალი შანსები მქონდა ვიზის მიღების, რა თქმა უნდა ვენდე მის რჩევებს დავიწყეთ საბუთების მომზადება და რამდენიმე თვეშივე შევედი საელჩოში”

გიგის საქართველო ძალიან ენატრება. იგი უკვე ოთხი წელია იქ არ ყოფილა. ,,სამეგობრო, ერთად გატარებული დღეები, ჩვენებური სუფრები მენატრება. იქაური ჰაერიც კი კარგად მერგება ხოლმე”

ახალგაზრდა ემიგრანტებს ურჩევს რომ მიზნებისკენ სვლა არ შეაჩერონ. ,,ზოგი უკვე ეჩვევა ახალ გარემოს და თავისი ეუცხოება, ყველას ვუსურვებდი ის ადგილი ეპოვოს სამყაროში სადაც ბედნიერი იქნება, ყველას ვურჩევდი არდაიშურონ ენერგია თავიანთი მიზნებისთვის”

,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.

რუბრიკისა და სტატიის ავტორია ნინო ბოლაშვილი

Exit mobile version