,,არ დანებდეთ, იტალია გაძლევთ შანსს რომ განვითარდეთ.” – ეთო თაბაგარი ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტის” რუბრიკაში

აპრიორიტვ

იტალია

22 წლის ეთო თაბაგარი ქალაქ ბარიში ცხოვრობს. იგი იტალიაში 8 წლის წინ, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, როდესაც ის სულ რაღაც 14 წლის იყო. ახალგაზრდისთვის ყველაზე რთული მეგობრებთან დამშვიდობება და ახალ გარემოთან ადაპტაცია აღმოჩნდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მასპინძელმა ქვეყანამ იგი თბილად მიიღო ,,თავიდან ყველაფერი რთული იყო იმიტომ რომ არ არის იოლი შეიცვალო გარემო, მეგობრები,ქალაქი სადაც გაიზარდე და აქედან გამომდინარე მე ყველაფერი ჩემი ქართული მენატრებოდა მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მიხვდი რომ იტალიელები ძალიან თბილი და მოსიყვარელე ხალხი არიან. იტალია ხომ საერთოდ ულამაზესია, თავიდან ამას კი ვუარყოფდი.’

პირველი დღე სკოლაში ეთოსთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, თუმცა მან ენა მალევე შეისწავლა. ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურბეელი სერთიფიკატი აიღო, ხოლო რამოდემინე წლის შემდეგ ენა უკვე C1 დონემდე დაძლია და ამის დამადასტურებელი სერთფიკატიც აქვს.

ახალგაზრდა ემიგრანტი სამშობლოში ჩამოსვლიდან 6 წლის შემდეგ დაბრუნდა. ,,ძალიან ემოციური იყო ჩემს ნათესავებთან შეხვედრა, რომელი ემოციაც ყოველ ჩასვლაზე ამაღელვებელია.”

ეთომ სკოლის დასრულების შემდეგ, ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა ამ ეტაპზე მას სტატუსი შეჩერებული აქვს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე. იგი ამჟამად ქართულ-იტალიურ ასოციაცია ,,ჯეო ჰაუსში” მუშობს. ის ემიგრანტებს ავია ბილეთების შეძენაში ეხმარება. ,,ვცდილობ ბევრ ადამიანს დავეხმარო ჩემი საქმით. ყველაზე ხშირად რაც მსიამოვნეს არის ემიგრანტების სითბო და მადლიერება.”

ახალგაზრდა ემიგრანტმა თბილისში ბინაც შეიძინა. მას ამაში ,,საქართელოს ბანკი” დაეხმარა. ,,მიზნად მქონდა დასახული რომ ოც წლამდე ჩემი შრომით შემეძინა ბინა. საქართველოს ბანკი ძალიან დამეხმარა როგორც ემიგრანტს და ყველა ემიგრანტს ვუსურვებ ამ დიდ შენაძენს.”

ეთოს მოსწონს სხვადასხვა კულტურების გაცნობა, ამიტომ ის თავისუფალ დროს უპირატესობას მოგზაურობას ანიჭებს.

ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, მისი მომავლის გეგმები ჯერ-ჯერობით იტალიას უკავშირდება და საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ ფიქრობს.

რა განასხვავებს საქართველოსა და იტალიის ახალგაზრდობას? ეთოს თქმით, მათ აბსოლუტურად განსხვავებული აზროვნება აქვთ. ,,უმეტესობა იტალიელების ფიქრობს თავის შესაძლებლობებზე და განვითარებაზე, ქართველები კი სხვაზე”

ახალგაზრდა ემიგრანტი თანატოლებს ურჩევს რომ განვითარდნენ და ყველა შანი გამოიყენონ. ,,არ დანებდეთ, ვიცი რომ რთულია საწყისი ეტაპები მაგრამ ყველაფერი სწავლით და მიზანდასახულობით გამოგივათ. იტალია გაძლევთ შანსს რომ განვითარდეთ და გამოიყენეთ ეს შანსი.”

,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.

სტატია და რუბრიკა მოამზადა ნინო ბოლაშვილმა

Exit mobile version