თუ იტალიაში არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ პერმესო “მინორი“ (Permesso Minori – Art. 31)

იტალია

პერმესო მინორი – მუხლი 31 (Permesso Minori – Articolo 31)

ეს არის განსაკუთრებული ნებართვა, რომელიც საშუალებას აძლევს იტალიაში მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს, მიიღონ ბინადრობის ნებართვა მათი შვილის ინტერესების დაცვის მიზნით. ეს ნებართვა გაიცემა არასრულწლოვანთა სასამართლოს (Tribunale per i Minorenni) მიერ და არა კესტურას (საპოლიციო უწყების) მიერ.

ამ დოკუმენტის მოპოვების შემდეგ მშობელს შეუძლია იმუშაოს იტალიაში, მიიღოს ჯანდაცვისა მომსახურება, ასევე სოციალური მომსახურება. მშობელი (მშობლები) დარეგისტრირდება ანაგრაფში (საცხოვრებელი რეგისტრაცია).

ვინ შეუძლია მოითხოვოს?

თუ არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება იტალიის ტერიტორიაზე და მისი მშობლები არ ფლობენ რეგულარულ ბინადრობის ნებართვას, მათ შეუძლიათ მოითხოვონ პერმესო მინორი (Permesso Minori – Art. 31), იმ პირობით, რომ დაამტკიცებენ: მშობლის ყოფნა აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. ბავშვის ინტეგრაცია და ცხოვრების ხარისხი შეიძლება გაუარესდეს მშობლის არყოფნის შემთხვევაში.

როგორია პროცედურა?

მშობლებმა განცხადება უნდა წარადგინონ არასრულწლოვანთა სასამართლოში.

მშობელმა (ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა შეიტანოს განცხადება იმ ტერიტორიის არასრულწლოვანთა სასამართლოში, სადაც ბავშვი ცხოვრობს.

რეკომენდებულია მიგრაციის საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატის დახმარება.

საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, სასამართლო იკვლევს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია თუ არა მშობლის ყოფნა, რის შემდეგაც შესაძლოა მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები, როგორიცაა სამედიცინო ცნობა, ინფორმაცია სკოლიდან, სოციალური სამსახურის დასკვნა და ა.შ.

სასამართლო იმ შემთხვევაში გასცემს ნებართვას თუ ჩათვლის, რომ მშობლის ყოფნა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, იგი გასცემს სპეციალურ ნებართვას (დადგენილებას), რის შემდეგაც უკვე პერმესოს მოთხოვნა ხდება კესტურაში. სასამართლოს ნებართვის მიღების შემდეგ, მშობელს შეუძლია კესტურაში (Questura) წარადგინოს განაცხადი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

    რამდენ ხანს რჩება ძალაში და შესაძლებელია თუ არა განახლება?

    პერმესოს მოქმედების ვადა არის დროებითი და ჩვეულებრივ გრძელდება ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სანამ სასამართლო ჩათვლის, რომ მშობლის ყოფნა აღარ არის აუცილებელი. თუმცა თუ მშობლები კონტრაქტით მუშაობენ, შეუძლიათ “პერმესოს“ კონვერტაცია ე.წ. სამუშაო “პერმესოზე“.

    რის ნებართვას არ იძლევა ხსენებული “პერმესო“?


    არ იძლევა ავტომატურ ბინადრობის უფლების გაგრძელებას ბავშვის სრულწლოვნების შემდეგ.
    არ იძლევა იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლებას.

    სტატიის შინაარსი ურთიერთ სააწიანააღმდეგო, რომ არ მოგეჩვენოთ აქვე განვმარტავთ: იტალიის ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლოვანს აქვს თუ არა განათლების მიღება?

    დიახ, იტალიაში ყველა ბავშვს, მათ შორის უსაბუთოს, აქვს განათლების უფლება. კანონის მიხედვით, სკოლები ვალდებულნი არიან დაარეგისტრირონ ბავშვი დოკუმენტაციის გარეშე და არ აქვთ უფლება, მშობლების არარეგულარული სტატუსის გამო რეგისტრაციაზე უარი თქვან. სავალდებულო განათლება 6-დან 16 წლამდე ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო საბავშვო ბაღში (3-5 წელი) რეგისტრაცია შესაძლებელია თავისუფალი ადგილების მიხედვით. თუ ბავშვი იტალიურს არ ფლობს, სკოლები უზრუნველყოფენ ენის ინტეგრაციის პროგრამებს. პოლიციას ინფორმაცია არ გადაეცემა, ასე რომ მშობლებმა არ უნდა ინერვიულონ.

    დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

    +39 327 093 4122 (WhatsApp)

    +39 320 115 3528 (WhatsApp)

    800 592 869

    ან ეწვიოთ მისამართზე: მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy

    AprioriTV-იტალია

    Exit mobile version