2026 წლიდან იტალიაში საოჯახო სფეროში დასაქმებულებისთვის (colf, badante, babysitter) სოციალური შენატანები ცოტათი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა INPS-მა.
ცვლილებები მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
❓ რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად
შენატანები ისევ ითვლება:
- რამდენ ევროს იღებ საათში
- გაქვს თუ არა განუსაზღვრელი ან დროებითი კონტრაქტი
- კვირაში რამდენ საათს მუშაობ
⚠️ დროებით კონტრაქტზე (a tempo determinato) ცოტა მეტი გადასახადია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვას დროებით ანაცვლებ.
💶 რამდენია შენატანი საათში (მოკლედ)
👉 თუ საათში იღებ 9,61 ევრომდე
- საერთო შენატანი: დაახლოებით 1,70 – 1,71 €
- შენგან აკავებენ: 0,43 €
დროებით კონტრაქტზე: დაახლოებით 1,82 – 1,83 €
👉 თუ საათში იღებ 9,61 – 11,70 ევროს
- საერთო შენატანი: დაახლოებით 1,92 – 1,93 €
- შენგან აკავებენ: 0,48 €
დროებით კონტრაქტზე: დაახლოებით 2,05 – 2,06 €
👉 თუ საათში იღებ 11,70 ევროზე მეტს
- საერთო შენატანი: 2,34 €
- შენგან აკავებენ: 0,59 €
დროებით კონტრაქტზე: დაახლოებით 2,50 €
👉 თუ კვირაში მუშაობ 24 საათზე მეტს
- საერთო შენატანი: დაახლოებით 1,24 – 1,25 €
- შენგან აკავებენ: 0,31 €
დროებით კონტრაქტზე: დაახლოებით 1,32 – 1,33 €
👨👩👧 CUAF რა არის და როდის არ იხდიან
CUAF არის ოჯახის ფონდში გადასახადი.
ის არ იხდება, თუ:
- მუშაობ დამსაქმებლის მეუღლესთან
- ან მასთან ერთად მცხოვრებ ახლო ნათესავთან
🛡️ რას გაძლევს ეს შენატანები
INPS-ის შენატანები გიცავს:
- პენსიისთვის
- უმუშევრობის შემთხვევაში (NASpI)
- სამუშაოზე ტრავმის დროს
- TFR-ისთვის (დაგროვილი თანხა სამსახურის დასრულებისას)
📌 შენი წილი დამსაქმებელს შეუძლია ხელფასიდან დაგიქვითოს — ეს კანონიერია.
💻 როგორ და როდის იხდის დამსაქმებელი
შენატანები იხდება წელიწადში 4-ჯერ:
- 10 აპრილი
- 10 ივლისი
- 10 ოქტომბერი
- 10 იანვარი
👉 2026 წლიდან ყველაფერი ონლაინ ხდება
ქაღალდის ქვითრები აღარ მოდის.
დამსაქმებელი შედის INPS-ის საიტზე და იხდის PagoPA-ს ან სხვა ელექტრონული გზით.
✍️ AprioriTV გირჩევს
თუ მუშაობ საოჯახო სფეროში:
- იცოდე შენი საათობრივი ანაზღაურება
- გადაამოწმე, სწორად იხდის თუ არა დამსაქმებელი შენატანებს
- ეჭვის შემთხვევაში მოითხოვე ახსნა ან მიმართე სპეციალისტს
📢 ინფორმირებული ემიგრანტი = ინტეგრირებული ემიგრანტი
