Permesso di soggiorno დაჩქარებული წესით – რა უნდა იცოდეთ

იტალია

Permesso di soggiorno (ბინადრობის ნებართვა) იტალიაში მყოფი უცხოელებისთვის აუცილებელი დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს მათ ლეგალურ ყოფნას ქვეყანაში. სტანდარტულად, მისი გაცემის პროცესი რამდენიმე თვეს გრძელდება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია მისი დაჩქარებული წესით (rilascio urgente) მოთხოვნა.

რა არის დაჩქარებული გაცემის წესი

დაჩქარებული გაცემის პროცედურა ნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესი წარიმართება ჩვეულებრივზე სწრაფად. Questura (მიგრაციის განყოფილება) აჩქარებულად განიხილავს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, სადაც გადაუდებლად საჭიროა მოქმედი Permesso di soggiorno-ს ფლობა.

როდის შეიძლება დაჩქარებული წესით მოთხოვნა

დაჩქარებული გაცემის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  1. სამედიცინო მიზეზები
    თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა, რომელიც იტალიაში ან უცხოეთში უნდა ჩატარდეს და ამისთვის აუცილებელია მოქმედი Permesso.
  2. გადასვლა სხვა ქვეყანაში (მოგზაურობა, ვიზა)
    როცა დაგეგმილია გამგზავრება მესამე ქვეყანაში და საჭიროა დოკუმენტის სწრაფად მიღება, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის გადაკვეთა ან ვიზის აღება.
  3. სამართლებრივი მოთხოვნები
    თუ დოკუმენტი საჭიროა სასამართლო პროცესისთვის ან სხვა იურიდიული პროცედურისთვის.
  4. დასაქმება
    დამსაქმებელთან უკვე გაფორმებულია კონტრაქტი ან მოელიან მუშაობის დაწყებას, რაც მოითხოვს სტატუსის ოფიციალურ დამადასტურებელ დოკუმენტს.
  5. სასწავლო საჭიროებები
    უნივერსიტეტში ჩარიცხვა ან სასწავლო პროგრამის დაწყება მოითხოვს Permesso di soggiorno-ს დროულ წარმოდგენას.

საჭირო დოკუმენტები

დაჩქარებული გაცემის მოთხოვნისას აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

ვის უნდა მიმართოთ

ფასიანია თუ არა მომსახურება

Permesso di soggiorno-ს დაჩქარებული გაცემის მოთხოვნა უფასოა, რადგან თქვენ უკვე გადახდილი გაქვსთ ის სტანდარტული გადასახადები, რომლებიც განაცხადის შეტანისას ერთხელ იხდება (მაგალითად, საფოსტო გადასახადი, მარკა და ბინადრობის ნებართვის ღირებულება).

თუმცა, თუ დახმარებას ითხოვთ კერძო იურისტისგან ან საგადასახადო-საკონსულტაციო სააგენტოსგან, მომსახურება შეიძლება იყოს ფასიანი. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები კი ხშირად უფასოდ გეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში.

ქვემოთ მოცემულია ნიმუში თუ რა ფორმატში ხდება განაცხადის წარდგენა. სასურველია გაიგზავნოს PEC-ის მეშვეობით.

Powered By EmbedPress

Exit mobile version