BREAKING

ემიგრანტის გზამკვლევი

დედობის ბონუსი უმუშევარი დედებისთვის – ვის ეკუთვნის და როგორ მიიღოთ დახმარება იტალიაში 2025 წელს

დასაქმებული დედების დახმარება იტალიაში – ვინ და როგორ შეიძლება მიიღოს დედობის ბონუსი 2025 წელს

იტალიის სახელმწიფოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივი ძალისხმევით, 2025 წელს ისევ მოქმედებს დედობის ფინანსური დახმარება – Assegno di maternità dei Comuni, რომელიც მიზნად ისახავს დროებით უმუშევარ ან დაბალი შემოსავლის მქონე დედათა ფინანსურ მხარდაჭერას.

ეს ბონუსი ძირითადად იმ ქალებზეა გათვლილი, რომლებსაც არ მიუღიათ სხვა სახის დედობის შემწეობა სახელმწიფოსგან ან დამსაქმებლისგან.


ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი

დახმარება გათვალისწინებულია შემდეგი კატეგორიის პირებისთვის:

  • იტალიის მოქალაქეები
  • ევროკავშირის მოქალაქეები
  • არაევროკავშირის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ რეგულარული ბინადრობის ნებართვა (Permesso di soggiorno UE per soggiornanti di lungo periodo)

მნიშვნელოვანია, რომ დედა ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის დროისთვის ოფიციალურად იყოს რეგისტრირებული იტალიაში მცხოვრებად (რეზიდენტად).


რა შემთხვევაში გაიცემა ბონუსი

ბონუსი ეკუთვნით იმ დედებს, რომლებსაც:

  • ჰყავთ ახლად დაბადებული ბავშვი (6 თვემდე)
  • ჰყავთ შვილად აყვანილი ბავშვი ან იმყოფებიან შვილად აყვანის პროცესში

დახმარების ოდენობა

2025 წელს დედობის ბონუსის სრული ოდენობა შეადგენს 2,037 ევროს, რომელიც გაიცემა ხუთი თვის მანძლზე, თვეში დაახლოებით 407.40 ევრო.

დახმარება არ დაირიცხება, თუ დედას უკვე აქვს მიღებული სხვა სახის ანაზღაურებადი დედობის შვებულება და მისი თანხა აღემატება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ზღვარს.


შემოსავლის ზღვარი

ბენეფიციარის ოჯახის ISEE არ უნდა აღემატებოდეს 20,382.90 ევროს.


როგორ და როდის უნდა შევიტანოთ განაცხადი

  • განცხადება უნდა წარადგინოთ ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
  • განაცხადი წარდგენილია იმ მუნიციპალიტეტში, სადაც დედა რეგისტრირებულია.
  • შეგიძლიათ ისარგებლოთ CAF-სერვისებით, რომლებიც გეხმარებიან განაცხადის შევსებასა და წარდგენაში.

საჭირო დოკუმენტები

  • მოქმედი ISEE სერთიფიკატი
  • ბინადრობის ნებართვის ასლი (არაევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვის)
  • ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის მოწმობა
  • განაცხადის ფორმა და ავტოცერტიფიკაცია, რომელიც ადასტურებს, რომ არ გქონიათ სხვა დედობის შემწეობა
  • საბანკო რეკვიზიტები (IBAN)

დამატებითი ცნობები

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მუნიციპალიტეტში ან ეწვიოთ INPS-ისა და CAF-ის ოფიციალურ ვებგვერდებს.

სტატიის წყარო: INPS
თარგმნა და მომზადება: AprioriTV – ემიგრაციის მედიაპლატფორმა იტალიაში.

გსურთ მსგავსი პრაქტიკული გზამკვლევები ქართულად?
ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს www.aprioritv.com

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts