ბონუსი დედებისთვის 2025: პირობები, თანხა და ვადები

პრიორიტივი

„Bonus mamme 2025“ ითვალისწინებს თვეში 40 ევროს (წლიურად მაქსიმუმ 480 ევრო) ოდენობის დახმარებას იმ დასაქმებული დედებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ორი ან მეტი შვილი.

დახმარება გადაიხდება ერთიანად, პირდაპირ INPS-ის მიერ.

ვინ შეუძლია მიიღოს ბონუსი:
✅ დედები ორი შვილით — მანამ, სანამ მეორე შვილს არ შეუსრულდება 10 წელი;
✅ დედები სამი ან მეტი შვილით — მანამ, სანამ უმცროს შვილს არ შეუსრულდება 18 წელი (მუდმივი შრომითი ხელშეკრულების მქონე ქალები გამორიცხულია);
✅ წლიური შემოსავალი (სამუშაოდან) არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ევროს.

📆 განაცხადის წარდგენის ვადები:
📌 9 დეკემბერი 2025 — მათთვის, ვისაც უკვე აქვს ყველა საჭირო პირობა;
📌 31 იანვარი 2026 — მათთვის, ვინც პირობას დააკმაყოფილებს 9 დეკემბრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა 2025.

განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ – INPS-ის ვებგვერდზე ან კაფ-პატრონატოს საშუალებით Ddomia Bari.
ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: +39 391 168 6215.

Ddomia Bari წარმოადგენს იტალიაში მოქმედ პროფკავშირულ ასოციაციას, რომელიც აერთიანებს და იცავს საოჯახო დამხმარე პერსონალისა და მათი დამსაქმებლების („datori di lavoro domestico“) ინტერესებს.

Exit mobile version