ჯგუფი – „იურიდიული მომსახურება რომში“ „აზილოს“ კომიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დიასპორული მედია Aprioritv კომპეტენტური ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯობა, გაცნობებთ, თუ ხარ თავშესაფრის მაძიებელი და მინიმუმ 8 თვეა გასული, რაც არ მიგიღია არავითარი ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული კომისიიდან, თუ ქუესტურიდან, აუცილებლად აცნობეთ შესაბამის ორგანოს, თქვენი მიმდინარე ინტერესის საჭიროების შესახებ თავშესაფრის მაძიებლობის საკითხისთვის (იტალიაში სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია თავშესაფრის მაძიებელთათვის).
ხშირად, ბოლო დროს, მისამართებზე, რომლებიც კონტროლდება თავად თავშესაფრის მაძიებელთა მიერ, წერილები არ მიდის კომისიის გამოძახების შესახებ, შემდეგ კომისია წერს, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირთან დაკავშირება ვერ ხდება (IRREPERIBILITÀ), რეალურად კი, თავშესაფრის მაძიებელს არავითარი ინფ. არ აქვს მიღებული ფოსტის მეშვეობით (მისამართზე სადაც ცხოვრობს და აკონტროლებს საფოსტო ყუთს).
ზემოთ აღწერილი ფაქტისას, ლოგიკურად, თავშესაფრის მაძიებელი ვერ ცხადდება გასაუბრებაზე, რის გამოც ხშირად ეგრევე შეადგენენ ხოლმე უარის ოქმს, რომელიც ჩვეულებრივ საჩივრდება სასამართლოში, მაგრამ უმჯობესია, ასეთი უარი იყოს აცილებული (ამიტომ უნდა გააგზავნოთ პეკის მეშვეობით თქვენი მიმდინარე ინტერესი თქვენივე საქმისთვის).
თუნდაც მოხდეს ზემოთ აღწერილი ფაქტობრივობა, თქვენ დაგაზღვევთ თქვენ მიერ გაგზავნილი წერილი პეკის მეშვეობით კომისიასთან, იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლე აბსოლუტურად გაამტყუნებს შესაბამის კომისიას (კომისია წერს ხოლმე უარს, თავშესაფრის მაძიებლის გასაუბრებაზე არ გამოცხადების გამო და არა მოსმენილი ისტორიის შეფასებით).
ზემოთ აღწერილი მომსახურების მისაღებად, არ არის საჭირო ადვოკატის აყვანა, ეს არის ერთჯერადი მომსახურება, თუ ადვოკატის მეშვეობით დააფიქსირებთ ოფიციალურ ინტერესს პეკის საშუალებით (შესაბამისად, მომსახურების საფასურიც უნდა იყოს ადეკვატური, გასაკეთებელი საქმისა, გახსოვდეთ, ეს მომსახურება არ ნიშნავს რაიმეს დაჩქარებას).
ადვოკატის აყვანა საჭიროა სხვა სპეციალური კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგ. აზილო პოლიტიკოს უარის გასაჩივრებისთვის სასამართლოში.
განცხადება/რჩევა ეხება ადამიანს, ვისაც არცერთხელ არ გაუგზავნია ზემოთ ხსენებული წერილი.
მომხმარებელმა, ვინც ჩვენგან გააგზავნა ზემოთ აღწერილი საკითხისთვის წერილი პეკის მეშვეობით, მათაც არ ეხებათ ეს რჩევა, რადგან თქვენ ეს მომსახურება უკვე მიღებული გაქვთ ჩვენგან, ამიტომ კომენტარში ნუ დაწერთ, თქვენ გეხებათ, თუ არა, რადგან, როგორც აქვე აღინიშნა თქვენ არ გეხებათ ეს პოსტი.
ამ მომსახურების მიღება გჭირდებათ?- გამოგზავნეთ წერილობითი შეტყობინება მესენჯერში მხოლოდ შემდეგი ტექსტით: “კომისიის ინფორმირება აზილო პოლიტიკოსთვის”.
კომენტარის შინაარსი, თუ პოსტის შინაარსს არ ემთხვევა, აღარ ვუპასუხებთ, რადგან ჩვენ თქვენთვის გვაქვს სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები.
პ.ს. აზილო პოლიტიკოს გასაუბრების თარიღს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ თავად “კომისია” , კომისიის დანიშვნის დაჩქარება არ ხდება (ჩვენი ბევრი მომხმარებლისთვის ძალიან მალე მივიღეთ კომისიის თარიღის ინფ. ბევრისთისაც ისევ ველოდებით ინფორმაციას კომისიიდან).
პატივისცემით,
