„Carta Dedicata a Te“-ს პირველი 500 ევრო ოჯახებს 2026 წლის 4 ნოემბრიდან ჩაერიცხებათ, მეორე 500 ევრო კი — 2027 წლის აპრილიდან. დახმარება შეეხება 1 177 597 ოჯახს.
ვის ეხება:
– იტალიაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა ISEE არ აღემატება 15 000 ევროს;
– ოჯახში უნდა იყოს მინიმუმ სამი წევრი და ერთი არასრულწლოვანი;
– მოქალაქეობა გადამწყვეტი არ არის — აუცილებელია იტალიაში რეზიდენტობა და ოჯახის ყველა წევრის Anagrafe-ში რეგისტრაცია;
– დახმარება არ გაიცემა, თუ ოჯახი უკვე იღებს Assegno di Inclusione-ს, Carta Acquisti-ს, NASpI-ს, DIS-COLL-ს, CIG-ს ან სხვა მსგავს შემწეობას.
განაცხადი არ იწერება: ბენეფიციარებს ავტომატურად ადგენენ INPS და მუნიციპალიტეტები. ახალი მიმღები ბარათს მუნიციპალიტეტის შეტყობინების შემდეგ ფოსტაში აიღებს, ძველ ბენეფიციარს კი თანხა არსებულ ბარათზე დაერიცხება.
მნიშვნელოვანი ვადა: ბარათით პირველი შენაძენი უნდა გაკეთდეს არაუგვიანეს 2026 წლის 16 დეკემბრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარება გაუქმდება.
ოფიციალური წყარო: MASAF — Carta Dedicata a Te 2026
