28 ნოემბერს, ღონისძიების – თბილისობა 2024 – ,,გამოიკვლიე საქართველო“ ფარგლებში ჩატარდება ქართველი ემიგრანტი ხელოვანი ქალბატონების ზანდა ფურცელაძის და ირმა აბზიანიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენის ორგანიზატორი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში ნინო ჩაჩუა გახლავთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზანდა ფურცელაძის მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და ირმა აბზიანიძის მიერ შერეული ტექნიკით – ლენტებით ქარგვა – შესრულებული ხელნაკეთი ნამუშევრები.
გამოფენა გაიმართება ქალაქ რომში, Piazza di S.egidio 10;
11:00-საათიდან 18:00 საათამდე;
დასწრება თავისუფალია.