BREAKING

იტალიაემიგრანტი ხელოვანები

რომში ემიგრანტი ხელოვანი ქალბატონების ზანდა ფურცელაძის და ირმა აბზიანიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება

28 ნოემბერს, ღონისძიების – თბილისობა 2024 – ,,გამოიკვლიე საქართველო“ ფარგლებში ჩატარდება ქართველი ემიგრანტი ხელოვანი ქალბატონების ზანდა ფურცელაძის და ირმა აბზიანიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენის ორგანიზატორი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში ნინო ჩაჩუა გახლავთ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზანდა ფურცელაძის მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და ირმა აბზიანიძის მიერ შერეული ტექნიკით – ლენტებით ქარგვა – შესრულებული ხელნაკეთი ნამუშევრები.

გამოფენა გაიმართება ქალაქ რომში, Piazza di S.egidio 10;

11:00-საათიდან 18:00 საათამდე;

დასწრება თავისუფალია.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts

No Content Available