BREAKING

ემიგრაციაიტალია

„რემიგრაცია“ – პოპულარული ლოზუნგი თუ რეალური რისკი იტალიისთვის?

ახალი კამპანია მიგრანტების წინააღმდეგ – რას ნიშნავს ეს ემიგრანტებისთვის?

ბოლო დღეებში „რემიგრაციის“ ინიციატივამ ათიათასობით ხელმოწერა შეაგროვა. იდეა თითქოს მარტივია: მიგრანტების „დაბრუნება სახლში“ ნებაყოფლობით ან იძულებით. საუბარია არა მხოლოდ არალეგალებზე, არამედ ლეგალურად მცხოვრებთა ნაწილზეც.

არგუმენტები ყველასთვის ნაცნობია: უსაფრთხოება, ეროვნული იდენტობის დაცვა, ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლის შეჩერება. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთულია.

მიგრაცია არ არის ჩამრთველი, რომელსაც სურვილისამებრ გამორთავ. ეს არის ეკონომიკის, შრომითი ბაზრისა და დემოგრაფიის ნაწილი. დღეს იტალია უკვე ფაქტობრივად დამოკიდებულია მიგრანტების შრომაზე:

▪️ ოჯახური მოვლა და დამხმარე სექტორი – დაახლოებით ყოველი მესამე დასაქმებული

▪️ სოფლის მეურნეობა – თითქმის ყოველი მეხუთე

▪️ ტურიზმი, სასტუმროები, რესტორნები და მშენებლობა – მნიშვნელოვანი წილი

ყველაზე სახიფათო ამ თემაში არის „მოსახერხებელი მტრის“ შექმნა. როცა ყველა პრობლემა მიგრანტებს ბრალდებათ.

#Remigrazione #Italia #Aprioritv #Migranti

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts