ქართველი “ბადანტე” იტალიაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ხელფასის მოთხოვნას ცემით უპასუხეს

"ბადანტე" იტალიაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდ

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც ადგილობრივ ოჯახში ბადანტედ (მოხუცის მომვლელად) მუშაობდა, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ერთ-ერთ იტალიურ რეგიონში მოხდა და როგორც დაზარალებული ჰყვება, ძალადობის მიზეზი მისი კუთვნილი ხელფასის მოთხოვნა გახდა.

როგორც ქალი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოხუცთან, რომელზეც ის ზრუნავდა, საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდნენ, ოჯახის წევრებმა მიუთითეს, რომ მისი სამსახური დასრულებული იყო და მათი მომსახურება აღარ სჭირდებოდათ. ქართველი ბადანტეს პასუხი იყო კანონის გათვალისწინებით – მას ეკუთვნოდა ოჯახს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ორი კვირით ადრე ეცნობებინა, ასევე გადაეხადათ ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის.

ამის პასუხად ოჯახმა ქალს ოთახში ჩაკეტვა და ფიზიკური ანგარიშსწორება დაუწყო. მისი გადარჩენა მხოლოდ მოულოდნელმა გარემოებამ შეძლო – შემთხვევის ადგილას შემთხვევით მივიდა მოხუცის ძმა, რომლის გამოჩენამაც ქართველ ქალს გაქცევის შესაძლებლობა მისცა. მან სასწრაფოდ მიმართა კარაბინიერებს და დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ.

ამ დროისთვის საქმეს იტალიის შესაბამისი უწყებები იძიებენ. სამართლებრივი პროცესები უკვე დაწყებულია და საზოგადოება დაელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტზე საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე ავრცელებს.

რა უნდა იცოდეს თითოეულმა ემიგრანტმა – როგორ იმოქმედოთ ძალადობის ან უფლებების დარღვევის შემთხვევაში?

ძალადობის შემთხვევაში აუცილებლად:

არ შეეცადოთ დამოუკიდებლად მოგვარებას, მოძებნეთ დახმარება!

დაუყოვნებლივ მიმართეთ კარაბინიერებს (112) ან პოლიციას (113) – ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ განცხადება.

საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ახლომდებარე საზოგადოებრივ ცენტრებს, ქალთა დაცვის ორგანიზაციებს ან საემიგრაციო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

Telefono Rosa – ქალთა ძალადობის წინააღმდეგ
1522 (უფასო, 24/7, ანონიმური, მრავალენოვანი მხარდაჭერა)

https://www.facebook.com/sharadze/posts/pfbid02NV64nWD5xwb3h6Nvg3e1FMQSG42mCWxzDfYYTLuH7NEikijUiyGJkjav3JqDwiMdl

Exit mobile version