„იტალიის ქუჩები სავსეა ქართველი ემიგრანტი ბავშვებით“ – ინტერვიუ, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელთან

იტალია

საქართველოდან წამოსული ემიგრანტი თაობა, უკვე რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის. განურჩევლად ასკისა სქესისა და პროფესიისა, მსოფლიოს თითქმის ყვცელა ქვეყანაში ვართ მიმოფანტული, ყველას სხვა და სხვა მიზეზი აქვს, ზოგისთვის ეს იყო სწავლა-განათლება, ზოგიც გაჭირვებას გაექცა და ემიგრაციაში ეძება თავის თავისა და ოჯახის გადარჩენის შესაძლებლობა.

მინდა, დღეს გესაუბროთ იმ თაობაზე, რომელიც ემიგრაიის გზას გადის. ეს ხვედრი, მათ დაბადების თანავე ერგოთ. ზოგს, გაუცნობიერებლად, ძალიან პატარა ასაკში მოუწია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასვლა და არჩევანის არ არსებობის პირობებში მოუწიათ აეთვისებინათ სხვა ქვეყნის ენა და ტრადიცია. ეს ბავშვები იტალიის პატარა ზღვისპირა ქალაქი ბარიდან არიან, მინდა მათზე გესაუბროთ.

ქალ ბარიში, ბოლო 5 წლის მანძილზე, ძალიან ბევრი ახალი ქართველი ბავშვი ჩამოვიდა. იტალიის ქუჩები სავსეა იმ თაობით, რომლებსაც ემიგრანტობის გზა თვითონ არ აურჩევიათ. დადიან იტალიურ სკოლებში და „პასტა“ ურჩევნიათ ხინკალს და პიცას, ხაჭაპური. საუბრობენ გამართული იტალიურით და გატეხილი ქართულით, მაგრამ არ იკარგება ფესვები და ასევე ყველა მათგანში არის საქართველოს სიყვარული, ისინი მიუხედავად მშობლების გადატვირთული გრაფიკისა ახერხებენ ისწავლონ ქართული წერა-კითხვა, სიმღერა, საქართველოს ისტორია.

ქ.ბარიში დაარსდა ქართული კულტურულ საგანმანათლებლო ასოციაციასთან არსებული სკოლა “იმედი”- რომლის დამფუძნებელი გახლავთ ცინარი ღვალაძე. (ასოციაციის რეზიდენტი) პროფესიით პედაგოგი. მან, ემიგრაციამდე, თითქმის 17 წელიწადი გაატარა სკოლაში და საყვარელი საქმისადმი დიდი დანაკლისი განიცადა, როცა ემიგრანტი გახდა. „ცხოვრება ბრძოლაა თავის გადასარჩენად, ამიტომ ჩემი ემიგრაციული ყოფიდან გამომდინარე გამოსავალი უნდა მომენახა, მეკეთებინა ჩემთვის საყვარელი საქმე“. – გვითხრა მან ინტერვიუს დროს .

2018 წელს ჩამოყალიბდა ქართული კულტურული საგანმანათლებლო ასოციაცია “იმედი” და დაარსდა ასევე მასთან არსებული საკვირაო სკოლა. მთავარი მიზანი ჩვენი სკოლის არსებობის არის, რომ იტალიაში დაბადებულ ჩვენს პატარებს შევუქმნათ პატარა საქართველო, ვასწავლოთ მშობლიური ენა-ლიტერატურა, წერა-კითხვა და აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა ქართული სულისკვეთებით და არ დავავავიწყოთ მთავარი – მამული, ენა, სარწმუნოება.

საკვირაო სკოლაში, ამ ეტაპზე 50 ბავშვი, 4 და 11 წლამდე ასაკის აღსაზრდელი აღირიცხება. ორ ჯგუფად არინ დაყოფილი და შესაბამისად ასაკის მიხედვით გვაქვს მრავალი საინტერესო აქტივობა. ბავშვები ეუფლებიან მუსიკას, მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, გვაქვს ჭადრაკის მოყვარულთა წრე, ეცნობიან საქართველოს ისტორიას და კულტურას. დეკემბერში წარმატებით ჩავატარეთ ჭადრაკის შიდა ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6-იდან დან 11 წლამდე ბავშვებმა და გამოვავლინეთ აგრეთვე გამარჯვებულები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის ოქტომბერში გაიხსენა ქ.რეჯო კალაბრიში საკვირაო სკოლა “იმედი”-ს ფილიალი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სასკოლო პროცესი. უამრავი ქართველი პატარა ეცნობა და სწავლობს მშობლიურ ენას და დამწერლობას.

აღსანიშნავია ის ფაქტორი,რომ უმეტესობა ჩვენი ბავშვებიდან,აქ დაბადებულნი არიან სამომავლო გეგმები გვაქვს ძალიან ბევრი. ვაპირებთ არეალის გაფართოებას და სხვადასხვა რეგიონებში გავხსნათ სკოლა “იმედი”-ს ფილალები. ვინაიდან მშობლების მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი და ჩვენდა სამწუხაროდ საემიგრაციო კუთხით საკმაოდ მრავალიცხოვანი გავხდით. ჩვენს პატარებთან შეხვედრას მხოლოდ კვირა დღეს ვახერხებთ. საკმაო ჩართულობა არის ასევე მშობლების მხრიდან და დასაფასებელია ეს მომენტი. ახლო მდებარე ქალაქებიდან ჩამოყავთ პატარები, საკმაოდ დიდ მანძილს გადიან. მე მოხარული ვარ ძალიან, რომ ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმიანობას, ჩემი პატარა და დიდი ქართველებით. ეს ჩვენი მომავალი თაობა,რომელიც აუცილებლად დაბრუნდება თავის სამშობლოში, გულში ჩაიკრავენ სამშობლოს და უკვე ჩამოყალიბებული და შემდგარი პიროვნებები გააგრძელებენ საქართველოს ისტორიას. – თქვა აპრიროიტივისთან საუბარში ცინარი ღვალაძემ.

სკოლა “იმედი “-ში პატარებს სულ მალე ექნებათ სრულყოფილი ბიბლიოთეკა. სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო გავავრცელეთ – “სიკეთე გადამდებია”, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკვირაო სკოლას უამრავი წიგნი გამოუგაზვნეს საქართველოდან და ამ გამოწვევაში ჩაებნენ ასევე ქ.ბარიში მცხოვრები ემიგრანტებიც.

ასევე ქ. ბარიში 2023 წლიდან მოქმედებს ასოციაცია ”გურულებთან ”არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის სტუდია ”ფესვები”, რომლის დამფუძნებელია ლელა დვალი, კაკო ქინქლაძე და ქორეოგრაფი სალომე დარჩია. ცეკვის სტუდია ბავშვებს ქართულ ცეკვას სიმღერას, ფანდურზე და სალამურეზე დაკვრას ასწავლიან. მათ შეიქმნეს პატარა საქართველო, ძალიან ბევრი კილომეტრის დაშორებით, უცხო მიწაზე. ბავშვები ქართულ ხელოვნებას და კულტურას ეუფლებიან, რაც მათ საქართველოს სიყვარულს გაუმძაფრებს და მეტად შეაყვარებს. ცეკვის სტუდია ”ფესვები ” მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს ცეკვის რეპეტიიცის ჩატარებას , აქვთ 2 ჯგუფი ბიჭების და გოგონების. ცეკვის სტუდიას 40-მდე ბავშვი ჰყავს და არა მარტო ქ. ბარიდან ასევე ახლო ქალაქებიდან დადიან ქართველი ემიგრანტი ბავშვები, ქართული ცეკვის და სიმღერის შესასწავლად.

ინტერვიუ მოამაზადა, ემიგრანტმა ქეთი თუშურმა.

Exit mobile version