BREAKING

ემიგრაციაიტალია

იტალიაში, ქალაქ მატერაში პრემია ,,ივერია”-ს დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება

ქალაქ მატერას პრემია “ივერია” -ს 14 წევრიანი დელეგაცია ეწვევა.

ინფორმაციას პრემია “ივერიას“ მატერაში სტუმრობის შესახებ, ღონისძიების ორგანიზატორი, ემიგრანტი ექიმი, დიზაინერი, პოეტი და პრემია „ივერია“-ს ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში, თამარ კაკაურიძე ავრცელებს.

თამარ კაკაურიძე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ემიგრანტისათვის, რათა თვალსაჩინო გავხადოთ საქართველოს ისტორია და კულტურა.ჩვენ ქართველი ემიგრანტები, პირველად ვხდებით მანსპინძლები საქართველოდან ჩამობრძანებული სტუმრების.

1 ივნისს, 2024 წ. ქალაქ ლა მარტელას თეატრში, 16.00 საათზე დაიწყება გალა დაჯილდოვება, კონცერტი სადაც თქვენ დაესწრებით პრემია “ივერია” -ს დაჯილდოვებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფისა და ცნობილი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა. არტ ნამუშევრებს წარმოადგენს ახალგაზრდა ემიგრანტი სალომე ქურასბედიანი. ცნობილი თანამედროვე პოეტები წაიკითხავე თავიანთ ლექსებს ორ ენაზე, ქართულად და იტალიურად. ღონისძიებასზე მოწვეულია იტალიელი მომღერალი.

ქალაქ ბარიდან მობრძანდებიან საპატიო სტუმრები :

ხათუნა ბოლაშვილი Khato, ლელა მოსიაშვილი Lela, ეკა ოთარაშვილი Eka, ხათუნა შარაძე (ქართული საემიგრაციო მედიის AprioriTv.com-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში ) Khatuna Sharadze, ცინარი ღვალაძე, ლელა ბალახაშვილი, ვიკა ცუხიშვილი, ირმა მაისურაძე, ზანდა ფურცელაძე, მზია ბენდელიანი, ლია წიკლაური, თეონა ბოტკოველი, ინგა კამლაძე, მარი ბაზმანი, კატერინა ვარაზი, ნინი კოჭლამაზიშვილი, რომლებსაც გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.

ღონისძიების ორგანიზაციაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოება ” ტყეშაველი” – ის წევრ მაგული ღვინიაშვილიდან.

სრული ინფორმაცია ორგანიზაციისა და სტუმრების შესახებ:

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა – პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ხორციელდება 2013 წლიდან და საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ სოციალურ – კულტურულ პროექტს, რომელშიც მონაწილეობენ მწერლები, პოეტები, ხატმწერები, ფოტოხელოვანები, შშმ პირები, მსჯავრდებულები (პატიმრები), საქართველოს ეროვნული უმცირესობები და ასევე აღნიშნული სფეროების უცხოელი ხელოვანები და შემოქმედები.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და პატრონაჟით.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი (თაბმჯდომარე), ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

პრემია ” ივერია” – გალა დაჯილდოვება გაიმართება 2024 წლის 1 ივნისს, ქალაქ ” ლა მარტელაში ” – ში . ღონისძიების მხარდამჭერები გახლავთ ქალაქ მატერას მერი : დომენიკო ბენნარდი და ” Amici del Borgo ” ასოციაციის პრეზიდენტი, პაოლო გრიეკო.

პრემია „ივერია“ – ს ოფიციალური წარმომადგენელი და სრული ორგანიზატორი იტალიაში გახლავთ, ექიმი, დიზაინერი და პოეტი თამარ კაკაურიძე. პროექტის ორგანიზატორი გახლავთ პედაგოგი ინგა ივანეიშვილი.

პროექტის ხორციელდება ივენთების ორგანიზატორ : Renato Fesa და Bruno Finamore თანაორგანიზატორობით.

სტუმრების მასპინძელი და თანაორგანიზატორი: შორენა დუმბაძე.

2024 წლის 1 ივნისს, გალა დაჯილდოვების თანაორგანიზატორი გახლავთ :

მსოფლიო საემიგრაციო ANOLFI – ის წარმომადგენელი ქალაქ მატერაში მანანა ტაბატაძე.

სპეციალური მოწვევით :

მსოფლიო საემიგრაციო ANOLF – ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე, ქალაქ ბარის საემიგრაციოს საპატიო სტუმრებთან ერთად.

სპეციალური მოწვევით საღამოს კონფერანსიე, ემიგრანტი სოფო ბუკია, ქალაქ მოდენადან.

მოწვეული გვყავს იტალიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ფრანჩესკო ტრეჩი, რომელიც წარმოგვიდგენს მის მიერ დაწერილ წიგნებს საქართველოს შესახებ.

აღნიშნული პროექტის განხორციელება იტალიის უძველეს ქალაქ მატერაში კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია ქართულ-იტალიური კულტურის დაახლოებისა და პოპულარიზაციისთვის.

მატერაში ჩატარებული ღონისძიებებისა და ამ დღეების შესახებ გამოიცემა სპეციალური წიგნი (პრემია ივერია – მატერაში) და დაიბეჭდება საქართველოში მრავალ ინტერნეტ გამოცემაში და ბეჭდურ მედიაში. ასევე, ჩვენ ჯგუფს თან ახლავს საქართველოს ორი პოპულარული ტელევიზია: საქართველოს საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ ს წარმომადგენელი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის წამყვანი ანნა გიუნტერი, რომლებიც მოამზადებენ სიუჟეტებს აღნიშნული დღეების შესახებ.

საღამოს გააშუქებს ქალაქ მატერის ტელევიზია და გვექნება ქეთი ნოგაევას მხარდაჭერა (ჟურნალისტი ბლოგერი, ქართულ/ იტალიური ტელე/რადიო კომპანია kn TV დამფუძნებელი).

ფესტივალის ჯგუფის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კიდევ რამდენიმე ტელევიზია და რადიო გველოდება სტუდიებში იტალიურ შთაბეჭდილებებზე სასაუბროდ.

ფესტივალის ორგანიზაცია მადლობას უხდის თითეულ თანამონაწილეს და თითოეულ იმ ადამინს რომელიც ფესტივალში იღებდა მონაწილებას .

ინფორმაცია პრემია ” ივერია”-ს დელეგაციის წევრების შესახებ

1. ნუგზარ ჭიაბერაშვილი

დაბ. თარიღი : 07.10.1976 წ.

დაბ. ადგილი : საქართველო. საგარეჯო.

განათლება : უმაღლესი. ივანე ჯავახიშვილის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროფესია: დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტი, გამომცემელი.

ენა : ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული.

საქმიანობა : წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.

სპორტი : კარატე – გოჯუ რიუ კარატე დო, – შავი ქამარი, პირველი დანი.

2. გიორგი ნოზაძე

დაბ. წელი : 20. 12. 1988 წ.

დაბ. ადგილი : საქართველო. ჭიათურა.

განათლება : პროფესიული, მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი.

ენა : ინგლისური, რუსული.

პროფესია : ოპერატორი. რეჟისორი.

თანამდებობა : საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – ოპერატორი-რეჟისორი.

საქართველოს საპატრიარქოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელი.

3. აკაკი გაბრიჭიძე:

დაბ. თარიღი : 22. 08. 1986 წ.

დაბ. ადგილი : საქართველო. ქუთაისი.

განათლება : სასულიერო აკადემია.

ენა : ინგლისური

პროფესია : შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

საქმიანობა : რელიგიის პედაგოგი.

მრავალი კონკურსისა და ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული.

აქვს გამოცემული ლექსების კრებული – ,,შენამდე. “

4. თამაზ ჭარელაშვილი

დაბ. თარიღი : 29. 03. 1997 წ. დაბ. ადგილი : საქართველო. თბილისი.

განათლება : თბილისის საერო გიმნაზია შავნაბადა – ბიურისული ფაკულტეტი. თბილისის სასულიერო სემინარია.

ენა : ინგლისური, რუსული.

საქმიანობა : სასაპატრიარქოს პრეს-ცენტრის თანამშრომელი (ოპერატორი) და საკვირაო-სამრევლო სკოლის ადმინისტრატორი.

5. ლალი ასაბაშვილი

დაბ. თარიღი : 01. 01. 1960 წ. განათლება : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესია : ეკონომისტი.

საქმიანობა : გამოცემული აქვს ლექსების კრებული – ,, ყველგან გეძებდი”. არის ოცდაათი წიგნის თანაავტორი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ნამდვილი წევრი, მწერალთა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “გულანის” წევრი, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ,, გერა “- ს წევრი.

6. შორენა ტაბატაძე

დაბ. თარიღი : 23. 09. 1982 წ.

დაბ. ადგილი : საქართველო, ჭიათურა. განათლება : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევის ფაკულტეტი. პედაგოგი.

საქმიანობა : თბილისის N159 საჯარო და N124 საჯარო სკოლები. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების – სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრი.

სასკოლო კლუბების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სამოქალაქო განათლების ექსპერტი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის თბილისის რეგიონის პროგრამის მენეჯერი.

2022-2023-2024 წლებში იყო პრემია „ივერიას“ ჟიურის წევრი.

ენა : ინგლისური, რუსული.

7. ირმა ალფაიძე

დაბ. თარიღი : 17. 08. 1972 წ.

დაბ. ადგილი : საქართველო. თერჯოლა.

განათლება : ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოლოგიის ფაკულტეტი. პროფესია : პედაგოგი. საქმიანობა : სკოლის დირექტორი. თბილისის კერძო სკოლა ,,ივერიონი” – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. პოეტი.

გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების კრებული – “ისევ მოვედი”.

არის 30 – მდე საერთო კრებულის თანაავტორი და

,, ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის- წმინდა ნინოს ჯვარის” გამარჯვებული.

ენა : ინგლისური.

8. ნინო მოდრეკილაძე

დაბ. თარიღი : 02. 04. 1981 წ.

დაბ. ადგილი : საქართველო. ქალაქ კასპი.

განათლება : თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროფესია : ჟურნალისტი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტი.

ენა : ფრანგული.

საქმიანობა : განათლების სამინისტრო – ქართულენოვანი სკოლების ჰოლისტური განვითარების მკვლევარი, საერთაშორისო აკადემია ,,ბი-დი-სი” – ტრენერი, ადრეული განათლების პროგრამების კოორდინატორი;

პოეტი. სამი პოეტური კრებულისა და ერთი საბავშვო წიგნის ავტორი, მრავალი გამოცემის თანაავტორი, ლიტერატურული კონკურსების ჟიურის წევრი და მრავალგზის გამარჯვებული, ქალ პოეტთა კონკურსის ,,ხვარამზე”, მთავარი პრემიის მფლობელი, იბეჭდება ადგილობრივ ლიტერატურულ ჟურნალ – გაზეთებში, შესულია ქართულ და თურქულ ანთოლოგიებში, პეტრარკას სონეტების მთარგმნელი. პრემია ,,ივერიის” ლაურეატი.

9. ანნა გიუნტერი

დაბ. თარიღი : 12.05.1982წ.

დაბ. ადგილი : საქართველო. თბილისში.

განათლება : თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

პროფესია : მუსიკოსი, მევიოლინე, ჟურნალისტი. 2002-2005 წელს ყველაზე პოპულარულ სერიალ ,,მუსკულები ” – ის მონაწილე. საქმიანობა : ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დილის ეთერის სპეციალური წამყვანი. ,,დილა მშვიდობისა საქართველო” – წამყვანი. პიარ – მენეჯერი სამედიცინო კლინიკა ,,ჰეალაინი “

2000-2004 წლებში გერმანია-საქართველოს შორის მეგობრობის ხიდის აქტიური მონაწილე. ასურეთის სასაფლაოს აღდგენის (გერმანელების) თანამონაწილე.

ენა : რუსული, გერმანული.

10. ქეთი ჯაში

დაბ. თარიღი : 17. 05. 1976 წ. დაბ. ადგილი : საქართველო, სამტრედია.

განათლება : სამტრედიის ეკონომიკის მართვის, სამართლისა და ჰუმანიტარული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი. ფილოლოგია.

საქმიანობა : მუსიკისა და პოეზიის სფერო. კონკურსების ლაურეატი.

არის 25 სხვადასხვა წიგნის თანაავტორი და საავტორო წიგნის მოლოდინის რეჟიმში.

ენა : ქართული და რუსული.

11. სოფიკო ბუკია.

დაბ. თარიღი: 26.08.1986 წ. დაბ. ადგილი : საქართველო. ქ.ხობი.

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. იტალიური სკოლა – კოლეჯი. ბოლონიის უნივერსიტეტის დიპლომი.

სამუშაო ადგილები: ბანკის მენეჯერი. საპასტორტო.

საქმიანობა :არასამთავრობო ორგანიზაცია – ბიზნეს პროექტები.

ენა : ქართული, რუსული და იტალიური.

12. მარინა ცხვედიაშვილი.

დაბ. თარიღი : 02.01. 1960 წ.

დაბ. ადგილი : დედოფლისწყარო.

განათლება : თსუ ( ეკონომიკის ფაკულტეტი ).მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა .

საქმიანობა : მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავჯდომარე.

აქვს გამოცემული საკუთარი კრებულები.

გამარჯვებულია ლიტ. კონკურსებში და არის მრავალგზის ლაურეატი.

ლიტერატურული ალმანახის ” ჩვენ რუსთაველები” მთავარი რედაქტორი.

2023 წლიდან არჩეული იქნა ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერების აკადემიის ნამდვილ წევრად.

ენა : ქართული, რუსული.

13. ბადრი ვადაჭკორია

დაბ. თარიღი : 29.05. 1947წ.

დაბ. ადგილი : ლანჩხუთი

განათლება : თსუ ( ჟურნალისტიკის ფაკულტეტი )

საქმიანობა : ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი. საქართველოსა და თბილისზე 18 საიმიჯო ალბომის ავტორი და გამომცემელი.

საკუთარი გამომცემლობის „ჩემი საქართველო“ მთავარი რედაქტორი.

გამომცემლობა “პალიტრა ელ”-თან ერთად პროექტ “ჩემი საქართველოს„ იდეის ავტორი და მე – 13 ტომის ფოტოების ავტორი.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტი.

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი.

პრემია “ოქროს ფრთა” ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მადლობის სიგელი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გამომცემლობა “ბიბლიუსთან” ერთად შედგა პროექტი და გამოიცა 13 ალბომი “ჩემი საქართველო”

2017 წ.- ქ. თბილისისის მერიის საპატიო წოდება „თბილისზე მზრუნველი“

2018 წ. – ალ.როინაშვილის სახელობის საპატიო დიპლომი ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

მიიღო დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.

მექსიკაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის (FINI) ლაუერატი.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება

პრემია „ივერიას“ ლაურეატი.

ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენები საქართველოს გარდა გაიმართა მრავალ ქვეყანაში: აშშ, სამხრეთ კორეა, კატარი, ჩინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, მექსიკა, იტალია და ა.შ.

14. ჯემალ კუხალაშვილი

დაბადების თარიღი:29.10.1952 წ.

დაბადების ადგილი:ქ. ხონი

განათლება – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

ენები – რუსული, ინგლისური;

მიღწევები: 1987 წლიდან – დღემდე მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე და პრიზიორი, მათ შორის, მრავალგზის გრან – პრის მფლობელი..

მიენიჭა საუკეთესო ქართველი მხატვრის წოდება.

არის ეროვნული პრემიის ლაურეატი; მიენიჭა „ქართული კულტურის რაინდის“ საპატიო წოდება.

2020 წ. პრემია ,,ივერიას” ლაურეატი;

ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV-ს გენერალური სპონსორია, იტალიაში მცხოვრები ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი, რომელიც ზრუნავს ადამიანების ჯამრთლეობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

თუ გსურთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და თქვენი სხეული იყოს ფორმაში დაუკავშირდით მამუკას:

+39 351 857 1719 (ვოცაფი და ტელეგრამი) https://www.instagram.com/mamuka_nutritioncoach?igsh=b2oyZzFvOWRqbDNx&utm_source=qr

www.instagram.com

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts