BREAKING

ემიგრაცია

„ემიგრანტების ფსიქოლოგიური სევდა და პრობლემები” — თეონა ბოტკოველის წიგნი რეალური ისტორიებით

,,ქართველ ემიგრანტთა ფსიქოლოგიური პრობლემების კლევა” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ემიგრანტმა ფსიქოლოგმა თეონა ბოტკოველმა დაწერა და რომლის პრეზენტაციაც, ამ ზაფხულს ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ იტალიის ქალაქ ბარიში გაიმართება.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2020 წელს, კორონა ვირუსის გამო ,,ლოქდაუნი” გამოცხადდა და ამ ფაქტმა ემიგრანტები კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცია. ამ ყველაფრის ფონზე, თეონამ გადაწყვიტა ჯგუფი ,,უფასო ფსიქოლოგიური დახმარება” შეექმნა. ამ ინიციატივამ კი ათიათასობით ემიგრანტის დაინტერესება გამოიწვია. ,,ჯგუფს ემატებოდა ყოველ დღე ასობით ემიგრანტი, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან,მწერდნენ პირადში, მირეკავდნენ,ითხოვდნენ დახმარებას, აბსოლუტურად ყველას ვეხმარებოდი,რომ არაფერი დამვიწყებოდა,ვაკეთებდი ჩანაწერებს, პაციენტებს ვუწევდი ონლაინ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ყველაფერი დაიწყო ასე”– გვიყვება ფსიქოლოგი ემიგრანტი

ჩანაწერების ერთ კრებულში მოქცევის იდეა თეონას ცოტა გვიან დაებადა და მან გადაწყვიტა პაციენტებზე სრულყოფილი კვლევა ეწარმოებინა.ის ამ წიგნს წლების განმავლობაში წერდა. ,,წიგნში შესულია ხუთი წლის შრომა, ეს არაა მხატვრული ნაწარმოები, ესაა ჩემი პაციენტების და რესპოდენტების რეალური ამბები,რამაც საშუალება მომცა, მე თვითონ ემიგრანტ ფსიქოლოგს,ნდობის დიდი მანდატით,გამომეკვლია ემიგრანტების რთული,მძიმე და ტკივილიანი ფსიქოლოგიური პრობლემები” აღსანიშნავია, რომ ანიმურობა დაცულია და არცერთი პაციენტის იდენტიფიკაცია წიგნში არ ხდება.

რა მთავარი ფსიქიკური პრობლემები გამოიკვეთა კვლევისას ? თეონა გვიყვება, რომ ძირითადი პრობლემა , რაც ემიგრანტებს აწუხებს , ეს საკუთარ შვილებთან განშორება და 24 საათიან რეჟიმში ჩაკეტილობაა, თუმცა პრობლემები მათივე ინდვიდუალურობიდან გამომდინარე მაინც განსხვავებულია. ,,24 საათიან სამსახურში ჩაკეტილი, მოხუცის მომვლელად მომუშავე ქალბატონები იტანჯებიან ისეთი მწვავე სინდრომით,რაც მათში იწვევს სხვადასხვა სახით გამოხატულ ფსიქიკურ დარღვევებს,დეპრესიას,აგრესიას,ქცევის რეფლექსაციას,ფსიქოზურ შეტევებს,განსაკუთრებული მიჯაჭვულობა სოციალური ქსელის მიმართ, მათში დაგროვილი ყველა უარყოფითი ემოცია შეგიძლიათ წაიკითხოთ მათ საჯარო კომენტარებში, საკუთარი ამბიციების მსხვერპლნი ხდებიან ბევრჯერ,არამდგრადი ფსიქიკა ამახინჯებს მათ ჯანსაღ წარმოდგენებს და რეალობაში ვიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს.

თეონა ბოტკოველი პროფესიონალი, აკრედიტირებულია ფსიქოლოგია და სურვილის შემთხვევაში, ის ონლაინ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაგიწევთ. წიგნის წაკითხვა კი, რომელიც მან დაწერა, უახლოეს მომავალში შეგეძლებათ.

სტატიის ავტორია ნინო ბოლაშვილი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts