„თუ ყველაფერს სწორად გავივლით, ამ ტრანზიტის ბოლოს სელენა მადლიერებით დაგვაჯილდოვებს“ – ხათუნა ნოელი

ხათუნა ნოელი

ცნობილი ქართველი ასტროლოგის ხათუნა ნოელის ასტროლოგიური ანალიზი.

11 იანვარს 12:33-დან სელენა ანუ თეთრი მთვარე გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. ის აქ 12 აგვისტომდე იმოძრავებს.

ადამიანები, ვინც მის მიერ ნაკარნახევ თემებს სწორად მიჰყვებიან, სულის სიღრმეში იგრძნობენ იმ დიდ ბედნიერებას, რასაც სინდისთან თანხმობა იძლევა ხოლმე.

რას მოითხოვს სელენა კირჩხიბის ზოდიაქოს გავლის დროს?

კირჩხიბის თემებია ოჯახი, მშობლები, წინაპრები, ფუძე, გენეტიკა; სელენა ძალზე ძლიერ მოქმედებს ჩვენს ბედსწერაზე, ანუ კარმაზე. ასე რომ ოჯახზე და მის წევრებზე, ჩვენი ახლობელი ადამიანების მიმართ ემოციური დამოკიდებულება, მზრუნველობის გამოჩენა მიმდინარე პერიოდში კარმულ აუცილებლობად ჩაითვლება.

კირჩხიბს აგრეთვე აბარია სამშობლოს სიყვარული, ამიტომ სელენას ამ ნიშანში ყოფნის დროს ხაზგასმით მოგვეთხოვება პატრიოტიზმის გრძნობის გამოვლენა, რაც უპირველეს ყოვლისა მისი გადარჩენის, განვითარების, წინსვლისათვის ხელიშეწყობას ნიშნავს, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია ტრადიციების პატივისცემა, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა, რაც ისტორიული ძეგლების მოფრთხილება-აღდგენას და ენის სიწმინდის დაცვასაც გულისხმობს.

რა არაა სასურველი ამ პერიოდში?

სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწა, მამა-პაპისეული კარ-მიდამოს გაყიდვა, ოჯახის წევრებთან კონფლიქტების წამოწყება, მითუმეტეს ქონებრივი დავები. განქორწინებაც მაინცდამაინც სასურველი არაა, თუ რათქმაუნდა, ძალადობის მსხვერპლი არ ხართ..

ნიშნობებისათვის და დაოჯახებისთვის კი პირიქით- კარგი დროა. მითუმეტეს მაისი-ივნისის პერიოდებში.

მშვენიერი იქნება წყალთან კონტაქტი ნებისმიერი ფორმით, მიიღეთ შხაპი, აბაზანები, იცურავეთ, დალიეთ წყალი, რათქმაუნდა, უმჯობესია ნატურალური, წყაროს წყალი, მაგრამ ონკანისასაც არაუშავს…

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ერთმანეთის მიმართ თანადგომის და თანაგრძნობის გამოცხადება იქნება. არავითარი ზიზღი, დაცინვა, ჩაგვრა… ეს ყოველთვის დაუშვებელი იყო, მაგრამ ახლა ამ კუთხით განსაკუთრებით უნდა ვაკონტროლოთ არა მხოლოდ ჩვენი სიტყვები, არამედ ემოციებიც.

თუ ყველაფერს სწორად გავივლით, ამ ტრანზიტის ბოლოს სელენა მადლიერებით დაგვაჯილდოვებს და მე ვიმედოვნებ, რომ მთავარი ჯილდო ჩვენი ქვეყნის დალაგება და სწორ გზაზე გადასვლა იქნება. – წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

Exit mobile version