ხვალ, 6 ივნისს ახალმთვარეობაა!

ასტროლოგი

გიორგი ლობჯანიძე

ასტროფსიქოლოგ გიორგი ლობჯანიძის პროგნოზი:

ხვალ, 6 ივნისს ახალმთვარეობაა! პიკი იქნება 16:37 საათზე საქართველოს დროით – ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში!

ბუნებრივია, ახალი მთვარე არის ის ფაზა, დაახლოებით ორ კვირიანი მონაკვეთი, როდესაც შეიძლება გარკვეული გეგმების ამოძრავება და მონახაზის დადება. უბრალოდ ასპექტაციებიდან გამომდინარე, ვიტყვი იმას, რომ რადგანაც მთვარე 0 გრადუსიან, ზუსტ შეერთებაშია პლანეტა ვენერასთან ახლა შესაძლოა უფრო მეტად მოგიწიოთ კოცენტრირება იმ მატერიალურ გეგმებზე, რაც გსურთ!

დაისმება კითხვები: რასაც აკეთებთ ან ვინც მოგწონთ, რაც მოგწონთ, რამდენად მყარია თქვენი ორიენტირი? არაა გამორიცხული რამდენჯერმე შეგეცვალოთ აზრი ან უბრალოდ ნანახმა შემდგომ ვერ გაამართლოს. შესაბამისად, თუ უფრო მეტად მყარი და პრაქტიკულები იქნებით ბევრ საინტერესო გეგმას აამოძრავებთ. თან სატურნზეა კვადრატი, ეცადეთ როგორმე ასცდეთ ილუზიებს და ცრუ დაპირებებს და არც თავი მოატყუებინოთ სხვებს!

მაინც კარგი დროა, თუ გონივრულად შეფუთავთ იდეას შემდგომი მარკეტინგისთვის, მაგრამ გავიმეორებ პრაგმატულობის და კანონის დაცვის ფარგლებში.

იდეები და მარკეტინგი, განათლება, სწავლა და ინფორმაციები, ეს ისედაც მთელი წლის განმავლობაში იქნება წინა ხაზზე წამოსული + იუპიტერის ტყუპებში მოძრაობიდან გამომდინარე!

ვისაც – Ac, Mc, Dsc, Ic გყავთ დაახლოებით 13-19 გრადუსებზე პლანეტები, თქვენთვის შეიძლება ეს ახალმთვარეობა ნაწილობრივ ცვლილებების მომტანი იყოს!

გისურვებთ წარმატებებს!

Exit mobile version