რაც ამ ახალ მთვარეს განსაკუთრებულს ხდის, არის პლუტონის მდებარეობა. ეს არის ბოლო ახალი მთვარე მორიელში, როდესაც მისი მმართველი პლანეტა თხის რქაშია (ვგულისხმობ ჩვენთვის, ამჟამად დედამიწაზე მცხოვრები მოკვდავი ადამიანებისთვის).
პლუტონი ამჟამად თხის რქას ბოლო გრადუსშია, ნიშანში, რომელიც ასოცირდება სტრუქტურასთან და ავტორიტეტთან. ეს ტრანზიტი, რომელიც 2008 წელს დაიწყო, არის თაობის მოვლენა და ჩვენი სამყაროს ფორმირებაში თავისებურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პლუტონი თხის რქას 20 ნოემბერს დატოვებს და მერწყულში გადავა, სადაც თავისუფლება და დემოკრატია გახდება უკვე მისი მთავარი ღირებულება.
საკმაოდ დიდ დროდ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ დავუკვირდეთ რა ვისწავლეთ 2008 წლიდან დღემდე? როგორც ერმა? როგორც პიროვნებამ? მნიშვნელოვანი ეტაპი არამხოლოდ ქვეყანაში და მთლიანად დედამიწაზეა, ინდივიდუალურად, თითოეული ჩვენგანისთვისაცაა.
ახალ მთვარეს ჰარმონიული ასპექტი აკავშირებს სატურნთან თევზებში, რაც მშვენიერ შანსს გვაძლევს დინჯად, მშვიდად, პრაქტიკულად და გააზრებულად დავგეგმოთ ცვლილებები.
თუ პარასკევს საღამოს და ვიქენდზე რამე განსაკუთრებული არ გაქვს დაგეგმილი, გამონახე დრო, ცოტა ხანს განმარტოვდი, გადაავლე თვალი შენს ცხოვრებას, შენს ძლიერ მხარეებს, სისუსტეებს, მიზნებს, დაფიქრდი, რისი დატოვება გჭირდება წარსულში და როგორია შენი სამომავლო სამოქმედო გეგმა.
დაუკვირდი შეგრძნებებს, მოუსმინე შენს სხეულს და გულს და თუ ყველაფერი რიგზეა, მოქმედებაზეც გადადი