BREAKING

იტალია

კომოს რაიონში საცურაო აუზში ჩავარდნილი 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ოთხი წლის ბიჭი, რომელიც გასულ კვირას ცერმენატში (კომო) საჯარო საცურაო აუზში ჩავარდა, გარდაიცვალა.

პატარა ბიჭი სპორტული ცენტრის მაშველებმა აუზიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

ბერგამოს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაყვანილი ბავშვი, სააავდმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მაროკოული წარმოშობის ოჯახი, რომელიც ლომაცოში (კომო) ცხოვრობს აუზზე იმყოფებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი კვირას დილით ბავშვთა აუზზე დატოვეს, რათა მოზრდილთა აუზში ჩასულიყო. მეთვალყურეების თანამშრომლებმა ის რამდენიმე წუთშივე შენიშნეს, მაგრამ მდგომარეობა მაშინვე ძალიან მძიმე აღმოჩნდა
   

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts