BREAKING

ემიგრაციაიტალია

,,დედიკოს პატრონი უნდა” – ბარის ემიგრანტები 9 წლის ბიჭის დასახმარებლად ერთიანდებიან.

საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სიკეთის ქალაქის” მიერ წინა კვირას გამოქვეყნებულმა სიუჟეტმა საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ქობულეთის რაიონში მცხოვრები 9 წლის ბიჭი ყოველ დღე მუშაობს იმისთვის რომ საკუთარი თავი და დედა საკვებით უზრუნველყოს. ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ბიჭი უმამოდ იზრდება.

აღნიშნული ინტერვიუ უყურადღებოდ არ დარჩენიათ ბარის ემიგრანტებსაც. ქალაქ ბარიში მცხოვრებმა, სარესტორნო ქსელების ხელმძღვანელმა ლელა მოსიაშვილმა და ფსიქოლოგმა თეონა ბოტკოველმა ბიჭის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაგეგმეს. კერძოდ კი, ხუთშაბათს , 11 ივლისს, ბარში არსებულ სამ ობიექტზე – ,,ძველი თბილისი”, ,,5 ვარსკვლავი”, ,,ნიკალა” დაიწყება თანხის შეგროვება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბოტკოველი, ,,აპრიორი ტივისთან” საუბარში ამბობს, რომ დიდი იმედი აქვს ემიგრანტების ჩართულობის. ,,კარგი იქნება თუ სხვა ქართული ოფისებიც შემოგვიერთდებიან, შეგროვილ თანხას კი ბიჭს პირადად , ჩვენი წარმომადგენელი გადასცემს”. – ამბობს თეონა ბოტკოველი.

ხუთშაბათს, 11 ივლისს, საქველმოქმედო აქცია დაიწყება, 13:00 -ზე და გაგრძელდება 17:00 -მდე, შემდეგ მისამართებზე : ,,ძველი თბილისი” – PIAZZA LUIGI DI SAVOIA 1 ,,ნიკალა” – Corso Cavour 192, ,,5 ვარსკვლავი” ‘ Piazza Luigi di Savoia 6.

სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა

AprioriTv-იტალია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts