BREAKING

იტალია

იტალიაში, ოჯახები მოხუცების მოვლისთვის თვეში 1.800 ევროს იღებენ


ბოლცანო – იტალიის ერთ-ერთმა რეგიონმა, ალტო ადიჯემ, არაავტონომიური ხანდაზმულების დასახმარებლად გამორჩეული სოციალური მოდელი დანერგა. მიზანია, მოხუცებმა შეძლონ დარჩნენ საკუთარ სახლში და ოჯახურ გარემოში მიიღონ საჭირო დახმარება.

იტალიის ალტო ადიჯეს რეგიონში მოქმედებს სპეციალური დახმარება – „assegno di cura“, რომლის მიზანია მოხუცები დარჩნენ საკუთარ სახლში და არა გადასახლებულნი მოხუცთა სახლში.

თუ ოჯახი სახლში უვლის ხანდაზმულს რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია, შეუძლია მიიღოს თვეში მაქსიმუმ 1.800 ევრო. შეიძლება მომვლელი იყოს ოჯახის წევრიც და არა მხოლოდ დაქირავებული ბადანტე.

თუ მოხუცი, მოხუცთა სახლში გადავა, დახმარება გრძელდება – მაგრამ თანხას იღებს უკვე ის დაწესებულება, სადაც ადამიანი ცხოვრობს.

2023 წელს ამ პროგრამისთვის პროვინციამ გამოყო 271 მილიონი ევრო, ხოლო კიდევ 50 მილიონი – შშმ პირთა პენსიებისა და სხვა სერვისებისთვის.

ძირითადი მიზანი ოჯახის გაძლიერებაა, რადგან ოჯახური ზრუნვა ყველაზე დიდი ძალაა ამ სფეროში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts